ჩვენთან მოხვედრით შემოაბიჯებ კვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, სადაც დამკვიდრება და ზრდა ხდება სწრაფად, მარტივად და სასიამოვნოდ. ჩვენ გპირდებით მაღალ ანაზღაურებას და უნიკალურ სამუშაო გარემოს. ამ მომენტისათვის ჩვენთან დასაქმება შეგიძლია შემდეგ პოზიციებზე:
დისტრიბუტორი
დისტრიბუტორის მოვალეობაა პროდუქციის დატვირთვა, დაცლა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე. ჩვენი პროდუქცია არ არის მძიმე და ყოველდღიურობაში სიმძიმეების აწევა არ მოგიწევთ. ჩვენ გვყავს საკუთარი მანქანები. საწვავით უზრუნველყოფა ხდება კომპანიის მიერ. ვეძებთ დისტრიბუტორებს B კატეგორიის მართვის მოწმობით ჩვენს მანქანებზე სამუშაოდ და ასევე განვიხილავთ დისტრიბუტორებს საკუთარი მოპედით.
სამედიცინო წარმომადგენელი
სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობაა პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და დაინტერესებულ პირთათვის ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა როგორც პირისპირ, ისე ონლინ, ტელეფონსა თუ წერილობით რეჟიმში. სამედიცინო წარმომადგენელი მართავს პროცესს მომხმარებლის დაინტერესებიდან პროდუქტის ჩაბარებამდე.
საერთაშორისო სამედიცინო წარმომადგენელი
საერთაშორისო სამედიცინო წარმომადგენელს აქვს იგივე ფუნქციები რაც სამედიცინო წარმომადგენელს, იმ განსხვავებით რომ სეგმენტს წარმოადგენენ პოტენციური თუ არსებული უცხოელი მყიდველები. საერთაშორისო სამედიცინო წარმომადგენელს მოეთხოვება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ენის სრულყოფილი ცოდნა: აზერბაიჯანულის, ინგლისურის, რუსულის ან სომხურის.