რა ინფორმაცია გჭირდებათ ჩემგან და ვის ხელში მოხვდება, როცა მოგაწვდით?
რეგისტრაციისას ჩვენ გვჭირდება თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი, იმეილი და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე სასურველია რომ შესაბამის მიუთითოთ თქვენი სოციალური მედიის ლინკი.
ტელეფონი და იმეილი გამოიყენება საჭიროებისას თქვენთან კომუნიკაციისთვის მიმდინარე შეკვეთებთან და სიახლეებთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის დროს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ატვირთვა აუცილებელია რადგან ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი პროფესიის კვალიფიციური ინდივიდებისთვის.
შეკვეთის განთავსების დროს, გადახდის ღილაკის დაჭერის შემდეგ, ბარათით გადახდის მეთოდის მითითების შემთხვევაში თქვენ გადადიხართ შესაბამისი ბანკის პლატფორმაზე და ბარათის მონაცემები შეგყავთ მათთან, შესაბამისად ჩვენთვის თქვენი საბანკო ბარათის ინფორმაცია რჩება უცნობი. შეკვეთის განთავსებისას ჩვენი საიტი მოგანიჭებთ 5 ან 6 ციფრიან კოდს, რომელიც დაიწერება უშუალოდ საიტზე შეკვეთის განთავსებისას, აისახება თქვენი შეკვეთების ისტორიაში საიტის ანგარიშზე და მოგივათ ეს მეილზე. შეკვეთასთან დამატებითი კითხვების შემთხვევაში თქვენი შეკვეთის იდენტიფიცირება ხდება სწორედ ამ კოდით, ან/და იმ საკონტაქტო ნომრით, რომელიც მიუთითეთ შეკვეთის გაკეთებისას.
რეგისტრაციისას ინფორმაციის გადახედვა ხდება კომპანიის სპეციალურად შერჩეული პერსონალის მიერ. ჩვენი კომპანია არ ახდენს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის კომერციული თუ სხვა მიზნებით მესამე პირებზე გადაცემას. ინფორმაცია რჩება ჩვენს ბაზაში ჩვენი თანამშრომლობის განმავლობაში და ავტომატურად წაიშლება თქვენს მიერ ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში.