შეთანხმება
საიტზე რეგისტრაციისა და შეკვეთის დროს წესებსა და პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ დარეგისტრირებული პირი ან/და შემკვეთი მოხსენიებული როგორც “მომხმარებელი” გაეცნო და ეთანხმება ამ გვერდზე ქვემდებარე წესებსა და პირობებს, რასაც აქვს კანონიერი შეთანხმების ძალა მომხმარებელსა საიტის მფლობელს, შემდგომში მოხსენიებულს როგორც შ.პ.ს. სქინ ქეარ ინთერნეიშენალ.
საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
მთლიანი ვერბალური და ვიზუალური მასალა, რაც ჩანს საიტზე, არის შ.პ.ს. სქინ ქეარ ინთერნეიშენალ-ის საკუთრება. წინასწარი ნებართვის გარეშე საიტის ვიზუალური თუ წერილობითი კონტენტის გავრცელება დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის გამოვლენა გამოიწვევს გამავრცელებელი პირისთვის რეგისტრაციის პერმანენტულ გაუქმებას. თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედება კომპანიისთვის აღმოჩნდა ზიანის მომტანი, გატარდება შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საიტზე რეგისტრაცია
მომხმარებელს შეიძლება დაგჭირდეს საიტზე დარეგისტრირება. მომხმარებელი თანახმაა შეინახოს საკუთარი პაროლი კონფიდენციალურად და პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ანგარიშისა და პაროლის ყველა გამოყენებაზე. შ.პ.ს. სქინ ქეარ ინთერნეიშენალ იტოვებს უფლებას წაშალოს, მოითხოვოს ან შეცვალოს მომხმარებლის მიერ არჩეული მომხმარებლის სახელი, თუ განსაზღვრავს, თავისი შეხედულებისამებრ, რომ ასეთი მომხმარებლის სახელი არის შეუსაბამო, უხამსი ან სხვაგვარად წინააღმდეგობრივი. გამომდინარე იქიდან რომ ეს საიტი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული პროფესიის სერტიფიცირებული პროფესიონალებისთვის, შ.პ.ს. სქინ ქეარ ინთერნეიშენალ იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და თავისი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს რეგისტრაციის მიღებაზე.
აკრძალული აქტივობები
- ნებართვის გარეშე საიტის ანალიტიკის სისტემატური წარმოება
- ერთი მომხმარებლის მიერ დაუშვებელია ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა
- დაუშვებელია ყალბი ან/და ავტომატური სისტემებით ანგარიშების შექმნა თუ კომენტარების წერა
- საიტის უნებართვო გამოყენება მომხმარებელთათვის პროდუქციისა თუ სერვისის შეთავაზების მიზნით
- საიტის უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლის მცდელობა მასალის უნებართვო კოპირებისა თუ სხვა აქტივობებისთვის
- საკუთარი ანგარიშის გაყიდვა ან/და მესამე პირზე გადაცემა
- სხვა პირის სახელითა და პირადი მონაცემებით რეგისტრაციის მცდელობა
- საიტის პერსონალის მიმართ ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი ქმედება თუ კომუნიკაცია
- საიტის კოდის გაშიფრვა და კოპირება
- საიტის სისტემების მეშვეობით ნებისმიერი სახის ვირუსისა თუ გრაფისთვის შეუსაბამო ფაილის ატვირთვა
- საიტის გამოყენება კანონისთვის სხვა შეუსაბამო მიზნებითა და გზებით.
ვალდებულებები მომხმარებლის მიმართ
შ.პ.ს. სქინ ქეარ ინთერნეიშენალ ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მოთხოვნის შემთხვევაში მისი წაშლა. ის ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საიტის გამართული ფუნქციონირება ნებისმიერ დროს გარდა უშუალოდ ინტერნეტ პროვაიდერის ხარვეზისა თუ სხვა დამოუკიდებელი მიზეზებით შეფერხებებისა. შ.პ.ს. სქინ ქეარ ინთერნეიშენალ პასუხისმგებლობას იღებს საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაციის ავთენტურობაზე და ვალდებულია მათ ჯეროვან შესრულებაზე.
საიტის მენეჯმენტი
საიტის მენეჯმენტი იტოვებს უფლებას, გაუწიოს მონიტორინგი ზემოხსენებული წესებისა და სხვა აქ არმოცემული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვან შესრულებას. მენეჯმენტს აქვს უფლება მომხმარებლის მხრიდან საიტის გამოყენების წესისა თუ სხვა საკანონმდებლო ნორმის დარღვევაში გაატაროს კანონიერი ზომები და მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
გაუთვალისწინებელი შემთხვევები
ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც არ არის განხილული ამ გვერდზე, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დავების გადაჭრა
ნებისმიერი წარმოშობილი დავა შ.პ.ს. სკინ ქეარ ინთერნეიშენალ-სა და მომხმარებელს შორის ხდება მოლაპარაკების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
იხილეთ ასევე: პროდუქტის უსაფრთხოება; პროდუქციის ფასები; მონაცემთა უსაფრთხოება; მიწოდების პირობები; სერვისი; დაბრუნების პოლიტიკა ხშირად დასმული კითხვები
რეგისტრაციით ან/და პროდუქციის შესყიდვით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით როგორც ამ გვერდზე მოცემულ ინფორმაციას, ისე ზემოთ მონიშნულ სხვა გვერდებს.