კონფიდენციალობა

Skin.ge წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას/აპლიკაციას, რომელიც ერთის მხრივ ახორციელებს სამედიცინოსერვისების მიწოდებას და მეორეს მხრივ აკავშირებს მომხმარებელს და skin.ge-ს პლატფორმაზერეგისტრირებულ ექიმს, და აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებულისერვისები.

თუ თქვენ სარგებლობთ skin.ge პლატფორმით ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენარ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმისგამოყენება.

Skin.ge იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს პირობები ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განაგრძობთ პლატფორმისგამოყენებას ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, იგულისხმება, რომ ავტომატურად ეთანხმებით შეტანილცვლილებას.

პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და სერვისის მიმწოდებელს შორის.



პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

Skin.ge აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეწოდოთსერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის საჭიროებები, მივიღოთ დახმარება კვალიფიციური ექიმებისა და გუნდის დახმარებით. Skin.ge აგროვებს რა და იყენებს პერსონალურ მონაცემებს და ამუშავებს მათ შემდეგი სახით.

მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;

გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად;

არის ადექვატური, რელევანტური და გადაუჭარბებელი იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;

საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;

ინახება იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ინახება ასეთიმონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში.

თქვენ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას Skin.ge -ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

სახელი და გვარი;

თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);

საკონტაქტო მონაცემები, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

სქესი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისიგამცემი ქვეყანა;

მონაცემები მომხმარებლის მიერ სერვისების გამოყენების შესახებ ან/და დაგეგმილი სერვისების შესახებ.

მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, როგორიცაა: რეცეპტები, მედიკამენტები, ექიმთან ვიზიტები, სხვა;

სადებეტო / საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი დაოპერაციის უნიკალური კოდი;

კონფიდენციალობის გარანტიები

მომხმარებელი ვალდებული და პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით. პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთმასში ცვლილება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილიცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ მონაცემთა ბაზებში.

თუ სამედიცინო სერვისების ან ჯანდაცვის პროდუქტების ღირებულებას გადაიხდით სადებეტო/საკრედიტო ბარათით, ჩვენ შევაგროვებთ ასეთი მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ნომრისა და/ან საფინანსო ინსტიტუტის შესახებინფორმაციას, როგორიცაა: საბანკო ანგარიშის ნომრები და ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ ანგარიშსწორებისა დაგადახდის ოპერაციებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საკრედიტო ბარათისნომრისა და ინფორმაციის გამოყენებითა და მესამე პირებთან გამჟღავნებით, როდესაც ასეთი გამოყენება/გამჟღავნება საჭიროა ანგარიშსწორების ოპერაციის განსახორციელებლად/დასასრულებლად. თუმცა, საკრედიტოინფორმაციის ვერიფიკაციას განახორციელებს მხოლოდ მომხმარებელი, ავტორიზაციის გზით.

მომხმარებელს შესაძლებელია, ჰქონდეს შეზღუდული წვდომა სერვისებთან თუ ის არ წარმოადგენს პირად ნომერსადა სხვა პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ექიმთან ვიზიტის დანიშვნის, რეცეპტის მიღების, ფასდაკლებით სარგებლობის ან სადაზღვევო კომპანიებისგან სადაზღვევო მიმართვის მიღებისთვის. იმისათვის, რომ ყველა ფუნქცია და უპირატესობა გამოიყენოს მომხმარებელმა, მან უნდა მოგვაწოდოს პირადი ნომერი და სხვაშესაბამისი მონაცემი, რომლებსაც მომხმარებლის ვერიფიკაციის მიზნებისათვის იქნება საჭირო.

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება აპლიკაციაზე, კომპიუტერულ პროგრამაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებსაც ფლობს და აკონტროლებს skin.ge კომპანია - (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადდაფუძნებული და მოქმედი იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო ნომრით: 405423171). თქვენ მიერ სერვისებისგამოყენებასა და წვდომაზე ვრცელდება მონაცემთა დაცვის პოლიტიკა Skin.ge -ს წესები და პირობები და სხვაარსებული პოლიტიკები. Skin.ge არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულებისსახით, გამოჩნდება მის სერვისებში. ამ სხვა საიტებმა შესაძლოა, თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ მომხმარებლის მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ანმოსთხოვონ მომხმარებელს პერსონალური ინფორმაცია, რაზეც skin.ge პასუხს არ აგებს და სრულად იხსნისპასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, skin.ge არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვისმეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად თქვენ იღებთ. Skin.ge მოუწოდებს მომხმარებელს, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.

Skin.ge ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშარსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა დაგამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითიდაკარგვისგან. თუმცა, skin.ge არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგებამომხმარებლის იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ანმოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს სერვისებს.

Skin.ge უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნიასრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოებისპოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოებისკონტროლის ღონისძიებები.

Skin.ge -ის გუნდი ძალიან სერიოზულად ვეკიდებით თქვენ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემებისდაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ანსამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა დაქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად. მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებისთვის მიზნით, skin.ge უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს იმკონტრაქტორებს, რომლებიც კომპანიის სახელით ან მასთან ერთად მუშაობენ ინტერნეტ პლატფორმის გამართულფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევაში, თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების მხოლოდაღნიშნული მიზნით კონტრაქტორებისთვის გაზიარების თაობაზე.

მომხმარებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლების, აგენტების, პარტნიორებისა და მესამე პირებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და მისფარგლებში. ამასთანავე, ჩვენს თანამშრომლებს ვაკისრებთ კონფიდენციალობის დაცვის მკაცრ ვალდებულებებს.

თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და skin.ge სხვაპროვაიდერებმა, რომელთა მომსახურების მიღებასაც თქვენ გადაწყვეტთ skin.ge-ს საშუალებით, დაამუშაონ დაგაუზიარონ თქვენი ის პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება/გაზიარებაც აუცილებელია თქვენთვისსერვისების გასაწევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება იმ მოცულობით და ფარგლებში, რამოცულობითაც ეს აუცილებელია თქვენთვის skin.ge-თი გათვალისწინებული მომსახურების ჯეროვნად გასაწევად.

ზემოთქმულის მიუხედავად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ჩვენი პარტნიორების და მესამე პირების მიერ თქვენიპერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ან გავრცელებაზე, როდესაცაღნიშნული ქმედება სცდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს. გარდა ამისა, skin.ge არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე ფორმით დარღვევაზე ან მესამე პირისქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებიც სცდება skin.ge გონივრული კონტროლის ფარგლებს.


თანხმობა კონფიდენციალურობის დაცვაზე.

მომხმარებელი აღიარებთ, რომ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს Skin.ge-ს წესებისა და პირობების ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ, თუ პლატფორმის და მისი სერვისების მომხმარებელი გახდებით თქვენ ეთანხმებით მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და ეთანხმებით Skin.ge მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და Skin.ge-ს წესებსა და პირობებში.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს