გადახდის პირობები

შპს სქინ.ჯი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული იურიდიულ პირს.

საიდენთიფიკაციო ნომერი: 405423171

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, No 15

შპს სქინ.ჯი წარმოადგენს ტელემედიცინის ციფრულ პატფორმას, ერთის მხრივ აწარმოებს სამედიცინო სერვისების მიწოდებას და მეორეს მხრივ აკავშირებს მომხმარებელს და სქინ.ჯი-ს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელს(ექიმებს) და აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს სქინ-ჯის პლატფორმაზე განთავსებული სერვისები.

სქინ-ჯი-ზე განთავსებული მომსახურება გულისხმობს ონლაინ გეგმიური სამედიცინო სერვისების მიღებას.

თუ თქვენ სარგებლობთ სქინ-ჯი-ს პლატფორმით, ეს გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ, შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.

სქინ.ჯი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს პირობები ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განაგრძობთ პლატფორმის გამოყენებას ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, იგულისხმება, რომ ავტომატურად ეთანხმებით შეტანილ ცვლილებას.

მომსახურების არჩევა

თქვენ, როგორც მომხმარებელი თავად იღებთ გადაწყვეტილებას შესაბამისი მომსახურების არჩევისას, სქინ.ჯი პლატფორმა გაწვდით ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა თქვენ თავად ხართ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელი.

სქინ.ჯი უზრუნველყოფს პლატფორმაზე არსებული მომსახურებების მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციას, რომ ისინი არიან საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი ჩაატარინ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა და აქვთ შესბამისი დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სერვისები და გადახდები

სქინ.ჯი-ს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ კონსულტაციის სერვისი ვიდეო ზარის საშუალებით თქვენთვის სასურველ დერმატოლოგთან. დერმატოლოგის არჩევა შეგიძლიათ კონსულტაციის დაჯავშნის დროს. სერვისის მიწოდებისთვის, თქვენ ეთანხმებით პირობებს, რომ მოხდება შესაბამისი ანგარიშსწორება და მომსახურების ღირებულებას გადაიხდით ონლაინ გადახდის წესით ჯავშნის გაკეთების დროს.

ჯავშნის გაუქმებისთვის, მომხარებელი უნდა დაუკავშირდეს სქინ.ჯი-ს ადმინისტრაციას, რის შემდეგაც მოხდება ჯავშნის გაუქმება ინდივიუალური მიზეზით, თანხის დაბრუნება კი მოხდება სრულად გაუქმებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ მომსახურების დაწყების დრომდე დარჩენილია ერთი საათზე ნაკლები დრო, ჯავშნის გაუქმების შემთვევაში ბლოკირებული თანხა სრულად ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს