კრიოთერაპია – არის ფიზიოთერაპიული პროცედურა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ფართოდ გამოიყენება კანზე არსებული წარმონაქმნების მოშორების მიზნით.
პროცედურა ხელმისაწვდომი და მარტივია, მისი ხანგრძლივობა 15-20 წუთია.
იგი ტარდება დერმატოლოგის კაბინეტში.
ჩვენებები :
საეჭვო წარმონაქმნების შემთხვევაში საჭიროა წარმონაქმის სრულფასოვანი გამოკვლევა
მოქმედების პრინციპი
შედეგი მოყინვის შედეგად არასასურველი წარმონაქმნის კვდომა და მოცილებაა.
გვერდითი ეფექტი
იშვიათია, რადგან კრიოთერაპია იწვევს არასასურველი ნერვის კვდომას, გართულებად შეიძლება ჩაითვალოს ქსოვილის დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, ასევე სიწითლე და კანის გაღიზიანება ცუდ შემთხვევაში ნაწიბურის დატოვება . ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით სასურველია ბეტადინის ხსნარის გამოყენება.
პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია
რეაბილიტაციის პერიოდი მოითხოვს ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას. რეაბილიტაცია 3-6 კვირა გრძელდება და ნევუსის ადგილას სრულყოფილი კანის საფარის ფორმირებით სრულდება.