ნინო ლორთქიფანიძე

ექიმი დერმატოლოგი ნინო ლორთქიფანიძე 20 წელზე მეტია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. მისი წარმატებისსაწინდარი მისივე მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება და საქმისადმი სიყვარული გახდა. ნინოლორთქიფანიძემ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალომიმართულებით, მოგვიანებით დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციაში, როგორცსაქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მას აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება დერმატოლოგიის განხრით, წლების მანძილზემუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში ექიმი დერმატოლოგის პოზიციაზე. მუშაობდა ექიმ-დერმატოლოგად,სამედიცინი ცენტრ ციტო-ში, იყო თმის და ფრჩხილის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრში. მან ასევე თავისი კარიერა პედაგოგიური კუთხითაც განავითარა და 2002 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის შინაგან დაავადებათა კათედრის დერმატო-ვენეროლოგიის კურსის უფროსიმასწავლებელი გახდა. ასევე 2003-2011 წლებში სამედიცინო სკოლა აიეტის პედაგოგადაც მუშაობდა.

მრავალფეროვანია მისი გამოცდილება სამედიცინო კვლევების კუთხით, ის მონაწილობას იღებდა არაერთსაერთაშორისო პროექტში, მაგალითად, 2010-2017 წლებში იგი TrichoScience Innovations, Inc-ის პროექტის მთავარიმკვლევარი იყო, 2002-2004 წლებში BIOCLIN Service-ის პროექტის მთავარი მკვლევარი იყო.

დღესდღეობით ექიმი ნინო ლორთქიფანიძე გახლავთ მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრისდერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის, დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სამედიცინო აკადემიის, დერმატო-ვენეროლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი, პინეო სამეიდიცნო ეკოსისტემის ექიმი კონსულტანტი, საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპის და აზიის თმის კვლევისსაზოგადოების პრეზიდენტი.

ნინო ლორთქიფანიძე არის ბუდობრივი ალოპეციის სიმძიმისა და მკურნალობის უსაფრთხოების გლობალური რეგისტრის საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის წევრი.

2016 წელს , საქართველოში ჩატარდა ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 კონგრესი. კონგრესის ორგანიზატორი და პრეზიდენტი იყო ნინო ლორთქიფანიძე.

ექიმი-დერმატოლოგი ნინო ლორთქიფანიძე არაერთი პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრია, მათ შორის საპატიო წევრია საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების, უკრაინის თმის კვლევისსაზოგადოების, უზბეკეთის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის. ასევე ის ისეთი ასოციაციების წევრთა რიგებშია, როგორიცაა, ტრიქოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოება (ITS), ევროპის თმის კვლევის საზოგადოება (EHRS), საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაცია, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემია (EADV).

კარიერის მანძილზე ის გახდა ორმოცდაათამდე სამეცნირო და საგანმანათლებლო სტატიის ავტორი. ორისამეცნიერო წიგნის თანაავტორი (The second editionof the book Trichology” და Trichopathy in Children”). ასევეგახლავთ სამეცნიერო ჟურნალი - Trichology-ს სარედაქციო კომიტეტის წევრი.

>

კარიერა

  • 2019 წელი

    თბილისის სამედიცინო აკადემია - დერმატოვენეროლოგიის რეზიდენტურის კურსის ხელმძღვანელი

  • 2019 წელი

    მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი -დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • 2018 წელი

    კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნულის ცენტრის- თმის და ფრჩხილის სამკურნალო-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის”- ხელმძღვანელი

  • 2017 წელი

    პინეო სამედიცინო ეკოსისტემა- ექიმი კონსულტანტი.

  • 2016 წელი

    თბილისის სამედიცინო აკადემია - დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის პროფესორი

  • 2015 წელი

    "ჯანსაღი თმის ცენტრი" - სამედიცინო დირექტორი

  • 2015 წელი

    სამედიცინო ცენტრი "ციტო" - ექიმი დერმატოლოგი

  • 2013 წელი

    დ.ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი - დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.

  • 2013 წელი

    საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება - პრეზიდენტი.

  • 2012 წელი

    შ.პ.ს. კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი - დერმატოლოგიური დეპარტამენტი - ექიმი/დერმატოლოგი

  • 2004 წელი

    სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

  • 2004 წელი

    სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი დერმატოლოგიური განყოფილება-ექიმი/დერმატოლოგი

  • 2001 წელი

    სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი - საორგანიზაციო მეთოდური განყოფილების–ექიმი მეთოდისტი

  • 1997 წელი

    ჯანდაცვს მართვის ნაციონალური ცენტრის საოჯახო მედიცინის ამბულატორია - ექიმი/დერმატოლოგი

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს