ექიმ-დერმატოლოგ რუსუდან კახიძეს სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მან განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო სამკურნალო მიმართულებით, მოგვიანებით კი სპეციალური კურსების მეშვეობით ცოდნა გაიღრმავა კოსმეტოლოგიაში. მან მიიღო სახელმწიფო სერთიფიკატი დერმატოლოგიასა და ვენეროლოგიაში. მას ასევე აქვს სერთიფიკატები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, მეზოთერაპია ესთეტიკურ მედიცინაში, არატრადიციული მედიცინის გამოყენება დერმატოლოგიაში, ნატურალური კოსმეტოლოგიის გამოყენება დერმატო-კოსმეტოლოგიაში. მრავალმხრივი განათლება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში.
იგი მუშაობდა თბილისის კანისა და ვენ-სნეულებათა ცენტრალური კლინიკური დისპანსერის ექიმ დერმატო-ვენეროლოგად, ინტერნად. მოგვიანებით კი კანისა და ვენ-სნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ექიმ დერმატო-ვენეროლოგად. მომდევნო წლებში ექიმი რუსუდან კახიძე N4 კანისა და ვენ-სნეულებათა დისპანსერის განყოფილების გამგე გახლდათ. სამუშაო გამოცდილება მიიღო ასევე მოსკოვის ესთეტიკური მედიცინის კლინიკებში. 2008 წლიდან იგი კლინიკა ავერსის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი გახლდათ, ხოლო 2011 წლიდან დღემდე საოჯახო სამედიცინო ქართულ-ამერიკული კლინიკა მედიქალ ჰაუსის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი და ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგია. ასევე 2013 წლიდან დღემდე დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის საოჯახო მედიცინა დერმატოლოგიის მოდულის ხელმძღვანელია. 2015 წლიდან იგი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი დერმატო-ვენეროლოგიცაა.
რუსუდან კახიძეს უწყვეტი პროფესიული განვითარების გზაზე მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. ასევე სხვადასხვა ტრენინგსა და მოკლევადიან კურსებში, როგორც საქართველოში ისევე მის ფარგლებს გარეთ.
2015 წელი
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა - ექიმი დერმატო ვენეროლოგი
2013 წელი
დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა "საოჯახო მედიცინა" დერმატოლოგიის მოდულის ხელმძღვანელი
2011 წელი
საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" ექიმი დერმატო-ვენეროლოგი დერმატო-კოსმეტოლოგი
2008 წელი
კლინკა ავერსი - ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი
2004 წელი
ჯანდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი
2000 წელი
მოსკოვის VIP ესთეტიკური მედიცინის კლინიკები - ექიმი-დერმატოლოგი, კონსულტანტი
1992 წელი
N4 კანისა და ვენ-სნეულებათა დისპანსერი - განყოფილების გამგე
1989 წელი
კანისა და ვენ-სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ექიმი დერმატო-ვენეროლოგი
1988 წელი
თბილისის კანისა და ვენ-სნეულებათა ცენტრალური კლინიკური დისპანსერი ექიმი დერმატო-ვენეროლოგი - ინტერნი