ექიმი დერმატოლოგი, ქეთევან ხიშტოვანი , ექიმების ოჯახში გაიზარდა. ამიტომაც, სამედიცინო სფეროსადმი ინტერესი, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა. ჯანმრთელობაზე და ადამიანებზე ზრუნვა მისი ოჯახის მთავარი საფიქრალი იყო. თავად კი ოცნებობდა, შეექმნა ისეთი ინოვაციური ფორმულა, რომლის წყალობითაც მედიცინა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა და ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა.
ამიტომაც გაიარა მრავალი საფეხური საერთაშორისო მაშტაბებით და მიიღო არაერთი რეგალია. სხვადასხვა დროს სწავლობდა და მუშაობდა გერმანიაში , ჰომბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მოგვიანებით საგანმანათლებლო მოღვაწეობა საქართველოში განაგრძო. შემდეგ კი იტალიაში განავითარა , სადაც დერმატოქირურგიას დაეუფლა. შეეხო, სამედიცინო მენეჯმენტსაც და მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა . ამჯერად PHD კანდიდატია.
აქამდე გზას გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია ამიტომაც შექმნა საქართველოში პირველი ტელემედიცინის პლატფორმა დერმატოლოგიაში . დააფუძნა, საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაცია. მისი ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა პედიატირული დერმატოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია . ღონისძიებამ, ყოველწლიური სახე მიიღო რაც ექიმთა და სტუდენტთა უწყვეტ განათლებას ემსახურება.
ქეთევან ხიშტოვანი არის არაერთი საერთაშორისო კვლევის მონაწილე , სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მიწვეული ლექტორი და საერთაშორისო სპიკერი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი .მშობლების ცნობადობის ამაღლების მიზნით 2018 წელს, სპეციალურად შექმნა პედიატრიულ -დერმატოლოგიური ჟურნალი პედიარტი” . ამჟამად მუშაობს რამდენიმე კლინიკაში , კითხულობს ლექციებს, ატარებს კონფერენციებს და ხელს უწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო საქმიანობას. ჩართულია მრავალ პროექტში , საქველმოქმედო აქტივობებში და არის ბიზნესფედერაციის ‘’ქალები მომავლოისთვის აქტიური წევრი. უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგებთან. ცდილობს ინოვაციური მიგნებები საქართველოშიც გადმოიტანოს და ახალი სტანდარტები დაამკვიდროს.
მისი წარმატების ფორმულა მარტივია : წარმატებული ხარ მაშინ როდესაც , მოგწონს რასაც აკეთებ და მოგწონს, როგორც მიდის შენი ცხოვრება. მიზნის სწორედ დასახვა და დაუღალავი შრომა კი ყოველთვის მიგიყვანს აქამდე.
2020 წელი
ტელემედიცინის დერმატოლოგიური პლატფორმა skin.ge-ს დამფუძნებელი
2020 წელი
Perfect Skin-ის კრეატიული დირექტორი
2019 წელი
მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს , დერმატოლოგიური სამსახურის უფროსი
2018 წელი
ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი
2017 წელი
საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი
2016 წელი
Skin Research Organization - სამეცნიერო, საერთაშორისო , კლინიკური კვლევების თანამკვლევარი
2015 წელი
UniGeo - ასისტენტ პროფესორი