მუნი (სკაბიესი) ეს არის ქავილით მიმდინარე კანის მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. ქავილი ყველგან ინტენსიურია სახის გარდა და განსაკუთრებით ძლიერდება ღამით და სითბოში.გამონაყარი გვხვდება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე . ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 7-10 დღეს, რის შემდეგაც უკვე იწყება მუნის კლინიკური სურათი. გამონაყარის ტიპიური ლოკალიზაციაა ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი ზედაპირები, მაჯები, ხელის თითები,მუცელი წელი, დუნდულები, მკერდი, გენიტალიის არე. მუნი გადამდებია და შეიძება სწრაფად გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადმაიანებში (ოჯახში,სკოლაში, ბაღში). ამ ფაქტის გათვალისწინებით, როდესაც ოჯახის ერთი წევრია დასნებოვნებული, ექიმები მკურნალობის ჩატარებას მთელ ოჯახს ურჩევენ. მუნი მარტივად ემორჩლება მკურნალობას, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ქავილი შეიძლება კვლავ გაჩნდეს (რომელიც ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს ჩატარებულ მკურნალობაზე).
მუნის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც ღამით განსაკუთრებით აუტანელი ხდება. გამონაყარი შეიძლება იყოს ბუშტუკოვანი ან პატარა, წითელი კვანძები. ელემენტები წყვილ-წყვილად არის განლაგებული. გამონაყარი მოზრდილებში უმეტესწილად განლაგებულია :
ხოლო ახალშობილებში და ბავშვებში ხშირად გვხვდება თავზე, ხელის და ფეხის გულებზე. ქავილისგან გაჩენილი ნაკაწრები (ექსკორიაციები) აღნიშნება ძირითაადად ფეხებზე.
მუნის გამომწვევია ტკიპა Sarcoptes scabiei, ხოლო ქავილი შედეგია კანის ალერგიული რეაქციის ტკიპაზე, მათ კანქვეშ მოძრაობაზე ,კვერცხებსა და ნარჩენებზე.
მუნის სამკურნალოდ გამოიყენება:
მუნის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვისი პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.