ატოპიური დერმატიტი არის ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული, ანთებითი დაავადება რომელიც აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, უმეტესწილად კი ბავშვებში. ატოპია შეიძლება თანმხლები იყოს სხვა მდგომარეობების, როგორებიცაა ეგზემა, ასთმა, ალერგიული რინიტი და მგრძნობელობა საჭმლის ალერგენებზე. სამწუხაროდ მისი სრული განკურნების გზა არ არის აღმოჩენილი, თუმცა პერიოდულ მკურნალობას და სწორ მოვლას მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებამდე მივყავართ.
ატოპიური დერმატიტი ხასიათდება სიმპტომებისა და ნიშნების მრავალფეროვნებით, როგორებიცაა :
ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მულტიფაქტორული და მოიცავს კანის ბარიერულ პათოლოგიას და დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებას, ასევე იმუნური პასუხის დეფექტს. რისკ ფაქტორს წარმოადგენს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
ძალიან მნიშნელოვანია ატოპიური დერმატიტის დროს შენარჩუნებულ იქნას კანის ტენიანობა, ამიტომ მის მენეჯმენტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოვლა ემოლიანტებისა და დამატენიანებლების გამოყენებით. ადგილობრივი, ანთების საწინააღნდეგო მკურნალობა გულისხმობს კორტიკოსტეროიდების გამოყენებას. მკურნალობა ასევე შეიძლება მოიცავს :
არსებობს გარკვეული მითითებები, რომელთა შესრულებაც ხელს უშლის ატოპიის გამწვავებას. ესენია :