ჰერპეს ზოსტერი და ჩუტყვავილა

მიმოხილვა

ჰერპეს ზოსტერი ეს არის ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და კანს. მას შემომსარტყვლელ და ბუშტუკოვან ლიქენსაც უწოდებენ. მის გამომწვევს წარმოადგენს Varicella Zoster-ი. დაავადების გამოვლენას დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილას ლატენტური ვირუსთან, რომელიც ინახება ნერვულ განგლიაში და მისი რეაქტივაცია ხდება სხვადასხვა მიზეზით, ამიტომ ინფიცირებულ ადამიანს არ უნდა ქონდეს კონტაქტი ბავშვთან რომელსაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვს.დაავადება ძირითადად გვხვდება მოზრდილ ადამიანებში.

 

დაავადების ინკუბაციის პერიოდი უცნობია . ძირითადად ლოკალიზდება გულმკერდის, ზურგის და სახის მიდამოში. გამონაყარი 24 საათში წყლულდება. დაზიანებულ არეში ჰიპერემიულ და შეშუპებულ კანზე შეჯგუფებულ გროვებად ლაგდება ვეზიკულები. მათი განლაგება ძირითადად ხდება დაზიანებული ნერვისა და მისი ტოტების გასწვრივ. ვეზიკულების შიგთავსი სწრაფად იმღვრევა. ვითარდება პუსტულა, რომელიც შემდგომში სკდება და მის ადგილას ვითარდება ეროზიები დაფარული ქერქებით. პროცესი გრძელდება დაახლოებით 1-3 კვირა. არსებობს შანსი იმისა, რომ დაავადება გადაიზარდოს გენერალიზებულ ფორმაში, რომელსაც თან ახლავს ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარის გავრცელება მთელ ტანზე ძლიერი ტკივილის გარეშე. გენერალიზებული ფორმა, ძირითადად, უვითარდებათ ისეთ პირებს, რომელთაც აქვთ მძიმე თანმხლები დაავადებები: ლიმფომა, ლეიკოზი, სხვადასხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები და ა.შ. ასევე იმ პირებს, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ ციტოსტატიკებს, იმუნოდეპრესანტებს, კორტიკოსტეროიდებს.

 

ტკივილი განპირობებულია ნეიროტროპული ვირუსით, გარდა ამისა ტკივილი შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად გამონაყარის ალაგების შემდეგაც კი. თუ გამონაყარი ლოკალიზებულია თვალის მიდამოში ( როდესაც ვირუსი აზიანებს სამწვერა ნერვს) შეიძლება გამონაყარმა დააზიანოს რქოვანა და სკლერა. ამავე მიდამოში განვითარებულმა ნევრიტმა შეიძება გამოიწვიოს მხედველობისა და სმენის დაქვეითება. ვირუსს აქვს უნარი შეაღწიოს სუბარაქნოიდალურ სივრცეში და გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი მძმე მიმდინარეობით. ხშირად მძმე, განგრენოზული ფორმა უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს რომელთაც დაქვეითებული აქვთ ჭრილობის შეხორცების უნარი.

სიმპტომები

ჰერპეს ზოსტერის ძრითადი სიმპტომებია:

 

  • ყრუ, გამჭოლი და მწველი ტკივილი.
  • კანის მომატებული მგრძობელობა შეხებისას
  • წითელი შეფერილობის გამონაყარი რომელიც ვითარდება ტკივილის გაჩენიდან რამდენიმე დღეში
  • კანზე (ძირითადად გუმლკერდის, წელის და სახის მიდამოში)დაჯგუფებული ბუშტუკების გაჩენა
  • ქავილი

 

ზოგჯერ ამ საერთო სიმპტომატიკას თან ერთვის

  • ტემპერატურის მომატება
  • თავის ტკივილი
  • მგრძნობელობა შუქზე
  • საერთო სისუსტე
  • გადიდებული ლიმფური კვანძები

ტკივილი არის უმეტესწილად პირველი ნიშანი რომელიც აღენიშნება პაციენტს.

მიზეზები

დაავადებას იწვევს ჩუტყვავილას ვირუსი Varicella Zoster-ი, რომელიც ჩუტყვავილას ინფექციის გადატანის შემდეგ ინახება ნერვულ განგლიებში და ხელშემწყობ გარემოშ მოხვედრისას ხდება მისი გააქტიურება.

მკურნალობა

ჰერპერ ზოსტერის მკურნალობა გულისხმობს ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას, რომელთაც მიეკუთნება :

 

  • აციკლოვირი
  • ფამციკლოვირი
  • ვალაციკლოვირი

 

ტკივილის შემთხვევაში იხმარება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაც.

პრევენცია

სასურველია თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების სიმპტომების გაჩენისთანავე, არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძო გართულებები.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს