ქსეროზი, იგივე კანის სიმშრალე, განპირობებულია კანში ტენიანობის ნაკლებობით. ამ დროს კანი არის გამომმშრალი/ძალიან გამომშრალი, უხეში, დამსკდარი და აღინიშება ქავილი.კანის სიმშრალე ყველაზე ხშირად მკლავებზე და ფეხების ქვედა ნაწილშია გამოხატული. ქსეროზი გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, თუმცა ასაკთან ერთად იმატებს შემთხვევათა რაოდენობაც, რადგან ასაკთან ერთად საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია სუსტდება. ქსეროზი ზოგჯერ გვევლინება როგორც სხვადასხვა დაავადების თანმდევი კონდიცია (მაგ. შაქრიანი დიაბეტის დროს). მდგომარეობა უარესდება წელიწადის ცივ პერიოდში, როცა ჰაერი ძალიან მშრალია და ტენი ნაკლები.ქავილი, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ძალიან მწვავე იყოს, წარმოადგენს მდგომარეობის ძირითად თანმხლებ დისკომფორტს.დაავადების კონტროლში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორ მოვლას.
კანის სიმშრალე ზოგჯერ დროებითია და უკავშირდება მხოლოდ ზამთრის პერიოდს, თუმცა მდგომარეობა შესაძლებელია იყოს ქრონიკული. ქსეროზის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საცხოვრებელ ადგილზე, გარე აქტივობებზე და ზოგიერთ სხვა გამომწვევ მიზეზზე.
კანის სიმშრალის სიმპტომები:
ქსეროზის მიზეზი ძირითადად გარემო ფაქტორებია, თუმცა მდგომარეობას ზოგიერთი დაავადებაც განაპირობებს. კანის სიმშრალის მიზეზები:
აუცილებელია ექიმის ჩარევა თუ:
მკურნალობა ძირითადად მოიცავს მოვლას, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გამოიყენება :
რეკომენდაციებს, რომელიც სასურველია შეასრულოს პაციენტმა გულისხმობს :