ფსორიაზი

მიმოხილვა

ფსორიაზი ეს არის კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც კანზე ჩნდება მკვეთრი საზღვრების მქონე წითელი გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს ქავილი. დაავადება ძირითადად აზიანებს კანის მომხრელ ზედაპირებს როგორებიცაა იდაყვები და მუხლები. ასევე გვხვდება თავზე, ტანსა და კიდურებზე. ფსორიაზი აზიანებს ფრჩხილებსაც. გვხვდება ნებისმიერი ასაკში, ძირითადად 10-დან 40 წლამდე. დაავდადებას აქვს ციკლური მიმდინარეობა. გამწვავების შემდეგ ხშირად,გარკვეული დროით აღინიშნება რემისიის პერიოდი. ფსორიაზს ახასიათებს კიობნერის ფენომენი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს კანის ტრამვის ადგილას ( ეს შეიძლება იყოს ქავილის , ქამრის მუცელზე ზეწოლის ან სხვა მიზეზებით განპირობებული )

სიმპტომები

ფსორიაზის სიმპტომები ძალიან განსხვავებულია და რთულია მოარგო ერთ კონკრეტულ შემთხვევას, მაგრამ უმეტესწილად აღინიშება :

 

  • მკვეთრი წითელი ლაქები, რომელიც დაფარულია სქელი, მოვერცხლისფრო ქერცლით
  • პატარა, ქერცლიანი ზედაპირის მქონე წერტილები (უმეტესად ბავშებში)
  • მშრალი, დახეთქილი კანი
  • ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება
  • გასქელებული, დაზიანებული ფრჩხილები

 

ფსორიაზის ლაქები შეიძლება იყოს როგორც წერტილოვანი, ასევე დიდი ზომის და ფარავდეს დიდ ფართობს. არსებობს ფსორიაზის რამდენიმე ტიპი: ბალთოვანი ფსორიაზი - ფსორიაზის ყველაზე ხშირი ფორმაა და წარმოადგენს შემოსაზღვრულ წრიულ ან ოვალურ ინფილტრირებულ ჰიპერემიულ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით. იგი ლოკალიზებულია თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებზე და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და სასქესო ასოზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში.

 

ფრჩხილის ფსორიაზი - დაავადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ფრჩხილებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი პათოლოგიური ზრდა და ფერის შეცვლა. აღინიშნება ონიქოლიზი და რთულ შემთხვევაში ფრჩხილი ფხვიერი ხდება.

 

წვეთოვანი ფსორიაზი - ეს ტიპი ძირითადად ახალგაზრდებში და ბავშვებში გვხვდება. უმეტესად გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით როგორიცაა სტრეპტოკოკური ფარინგიტი. დაზიანება მოგვაგონებს წვეთებს და ძირითადად აღინიშება ტანზე, მკლავებსა და ფეხებზე.

 

ინვერსიული ფსორიაზი - დაავადების ეს ფორმა ძირითადად გავლენას ახდენს ნაოჭის მქონე რეგიონებზე, როგორებიცაა იღლია, დუნდულებისა და მკერდის ნაოჭიანი ნაწილი. დაზიანება არის გლუვი წითელი შესახედაობის, რასაც აღიზიანებს ხახუნი და ოფლიანობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ადგილობრივად სოკოვანი ინფექციის განვითარებას.

 

პუსტულარული ფსორიაზი - ფსორიაზის შედარებით იშვიათი ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ჩირქიანი გამონაყარი და შეძლება უმეტესად შეგვხვდეს კისერზე, ფეხისა და ხელის გულებზე.

 

ფსორიაზული ართირიტი - ფსორიაზის ეს ფორმა პაციენტთა 5-10% აღენიშნება და შეიძლება გამოხატული იყოს ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების პროგრესირებადი დაზიანება.

 

ერითროდერმული ფსორიაზი - იგივე ექსფოლიაციური ფსორიაზული დერმატიტი, რომელიც ყველაზე იშვიათი ფორმაა რაც კი გვხვდება. ასეთ შემთხვევაში კანის მთელი საფარი წითელია და დაფარულია ნაზი ქერცლებით. ტიპური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არც იყოს. მას შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა.

მიზეზები

ფსორიაზის ზუსტი გამომწვევი უცნობია, თუმცა არის მდგომარეობები რომლებიც მიჩნეულია მათი განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორებად :

 

  • სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა
  • ენდოკრინული პათოლოგიები
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • იმუნური სისტემის დაქვეითება

მკურნალობა

ფსორიაზის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე და დაავადების მიმდინარეობაზე. თერაპია მოიცავს სისტემურ და ადგილობრივ მკურნალობას.

პრევენცია

სასურველია კანის ზედაპირის ხშირი დატენიანება, რათა კანის ბარიერული ფუნქცია იყოს შენარჩნებული. დამატენიანებლების ხმარება ასევე არბილებს კანს და ამსუბუქებს ქავილის შეგრძნებას. სასურველია კრემის შემადგენლობაში შარდმჟავას არსებობა ქერცლის მოშორებას და ღრმა დატენიანებას განაპირობებს.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს