ფოლიკულიტი არის საკმაოდ გავრცელებული კანის მდგომარეობა რომელიც გამოწვეულია თმის ფოლიკულის ანთებით. განარჩებენ ზედაპირულ (ოსტიოფოლიკულიტი) და ღრმა ფოლიკულიტს. ზედაპირული ფოლიკულიტი - ხდება 2-5 მმ დიამეტრიანი პუსტულების წარმოქმნა, რომელთაც აქვთ კონუსისებური ან ნახევარმთვარისებური ფორმა და მათი შუა ნაწილი დაკავშირებულია თმის გვირგვინთან . ტკივილის შეგრძნება, როგორც წესი, არ აღინიშნება. ზედაპირული ფოლიკულიტი გრძელდება რამოდენიმე დღე. მეორე-მესამე დღეს ჩირქგროვის შიგთავსი ხმება და წარმოიქმნება მოყავისფრო ქერქი, რომლის მოცილების შემდეგაც რჩება მცირედი პიგმენტაცია და აქერცვლა. ზედაპირული ფოლიკულიტის სახეებს მიეკუთვენბა : ბაქტერიული ფოლიკულიტი, ფსეუდომონას ფოლიკულიტი, ფსევდოფოლიკულიტი. ღრმა ფოლიკულიტი - კანზე ჩნდება წითელი, მკვრივი მტკივნეული კვანძები რომელთა ზომაც 10 მმ-ს აღწევს. შემდგომ პუსტულა იხსნება და წარმოიქმნება მოყვითალო ქერქს. ასეთი ფოლიკულიტი შესაძლოა განვითარდეს დამოუკიდებლად ან გარდაიქმნას ზედაპირული ფოლიკულიტიდან. გამონაყარის გაჩენა დაახლოებით 4-7 დღე გრძელდება. მრავლობითი ფოლიკულიტები ხშირად აღენიშნებათ მამაკაცებს კანის მექანიკური დაზიანების შედეგად. ღრმა ფოლიკულიტის სახეებია : სიკოზი, გრამ უარყოფითი ფოლიკულიტი, ფურუნკული და კარბუნკული, ეოზინოფილური ფოლიკულიტი.
ფოლიკულიტის ზოგადი ნიშებია :
ფოლიკულიტი ძირითადად გამოწვეულია სტაფილოკოკური ინფექციით. გამომწვევი ასევე შეიძლება იყოს ვირუსი, სოკო და ჩაბრუნებული თმის ანთება. ფოლიკულები გხვდება მთელ ტანზე გარდა ტუჩების, ლორწოვანი გარსის, ფეხისა და ხელის გულების. ფოლიკულიტი შეიძლება დაემართოს ყველას მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის ინფექციის გაჩენის რისკს, როგორებიცაა :
ფოლიკულიტის სამკურნალოდ გამოიყენება
ფოლიკულიტისთვის პრევენციისთვის რეკომენდაციები გულისხმობს მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების თავიდან არიდებას, როგორებიცაა :
ასევე რეკომენდებულია: