ურტიკარია

მიმოხილვა

ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება, ეს არის ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე და ლორწოვან გარსზე ლაქების (ურტიკების) გაჩენით. ურტიკარია გვხვდება მოსახლეობის 10-25%-ში და შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. იგი გამოწვეულია მასტოციტური უჯრედების გააქტიურებით, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კანის ზედაპირულ შრეებში. მასტოციტები როდესაც მოსვენებულ მდგომარეობაშია არაფერი ხდება, მაგრამ გარკვეული ფაქტორების გააქტიურებისას იგი ათავისუფლებს ნივთიერებებს (უმთავრესად ჰისტამინს), რაც იწვევს გამონაყარს. გამონაყარი შეიძლება იყოს ლოკალური ან გენერალიზირებული, რომელიც მოგვაგონებს ჭინჭრის ნასუსხს, აქვს მკვეთრი საზღვრები და წითელი შეფერილობა.

 

ურტიკარია კლასიფიცირდება სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით.

 

  • მწვავე ურტიკარია: გამონაყარის სპონტანური გამოვლენა, ანგიოედემა . შესაძლოა გამოვლინდეს ორივე 6 კვირის ან ნაკლები დროის განმავლობაში
  • ქრონიკული ურტიკარია: ურტიკარია, რომელიც მუდმივად ან ხანგამოშებით ვლინდება >6 კვირაზე მეტ მანძილზე.

 

ქრონიკული ურტიკარია კლასიფიცირდება 2 ქვეტიპად:

1. ქრონიკული სპონტანური ურტიკარია: სპონტანურად ვლინდება, გამოხატულია ანგიოედემა, 6≥ კვირის განმავლობაში ნაცნობი ან უცნობი მიზეზის საფუძველზე

2. ინდუცირებადი ურტიკარია, მაგ: დაჭერით განპირობებული დაყოვნებული ურტიკარია, სითბური ურტიკარია, მზისმიერი ურტიკარია, სიმპტომური დერმოგრაფიზმი, ვიბრაციით განპირობებული ანგიოედემა, წყლისმიერი ურტიკარია, ქოლინერგული ურტიკარია და კონტაქტური ურტიკარია.

 

ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ჭინჭრის ციება, რომელიც რთულდება ანგიოედემით, ღრმა დერმისის და ქსოვილების შეშუპებით (მაგალითად, ლორწოვანის ზედაპირები), ხორხის შეშუპებით, რომელიც პოტენციურად იწვევს რესპირატორულ დისტრესს და სიკვდილს (ანაფილაქსიური შოკი).ანგიოედემა ხშირად უკავშრდება ურტიკარიას და შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.შეიძლება ეს არ იყოს ურტიკარიის პირველი ეპიზოდის დროს და მისი განვითარების რისკი იზრდება ალერგენის ზემოქმედების ხანგრძლივობასთან ერთად.

სიმპტომები

მწვავე ურტიკარია - ახასიათდებს უეცარი დაწყება, ძლიერი ქავილია, წვა და გამონაყარი კანის საფარის ნებისმიერ ადგილას. ტუჩის, ენის, სასის, საყლაპავის ლორწოვან გარსზე ბუშტუკები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და ფორმის, შესაძლოა მათი შერწყმაც, რაც საერთო მდგომარეობის გაუარესებას იწვევს (ჭინჭირს ციება, ართრალგია) მწვავე ურტიკარია უმეტესად განპირობებულია მედიკამენტოზური ან კვებითი ალერგიით, მედიკამენტების, შრატის, ვაქცინის პარენტერალური შეყვანით, სისხლის გადასხით.

 

ქრონიკული მორეციდივე ურტიკარია უმეტესად ვითარდება ქრონიკული ინფექციებით განპირობებული ხანრძლივი სენსიბილიზაციის ფონზე (ტონზილიტი, ქოლეცისტიტი, ადნექსიტი და სხვა), საჭმლის-მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის ცხოველმყოფელობის დარღვევისას და სხვა. დაავადების რეციდივი, რომელიც ხასიათდება გამონაყარის განვითარებით კანის საფარის სხვადასხვა ნაწილზე. ეპიზოდის დროს შესაძლოა განვითარდეს თავის ტკივილი, სისუსტე, ტემპერატურის მომატება, ართრალგია, საჭმლის-მომნელებელი სისტემის შეშუპების დროს – ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, შემაწუხებელი ქავილი, შესაძლოა აღინიშნებოდეს ძილის დარღვევა, ნევროზული გამოვლინებები.

 

მზისმიერი ურტიკარია - უმეტესწილად უვითარდება იმ პირებს, რომელთაც აქვთ ღვიძლის პრობლემები და ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამოხატული სენსიბილიზაციის შედეგად პორფირინული ცვლა დარღვეული. უმეტესად ავადდებიან ქალები. გამონაყარი აღინიშნება კანის ღია ნაწილებზე (სახე, ხელები და სხვა). ახასიათებს სეზონურობა (გაზაფხული-ზაფხული). მზეზე ხანგრძლივი ყოფნით გამონაყარს შესაძლოა თან ერთვოდეს ორგანიზმის ზოგადი რეაქცია სუნთქვის სისტემის და გულის მოქმედების დარღვევით, შეიძლება განვითარდეს შოკიც.

მიზეზები

ურტიკარიის გამომწვევი ფაქტორები, იყოფა ეგზოგენურ (ფიზიკური – ტემპერატურა, მექანიკური, ქიმიური და სხვა) და ენდოგენურ ჯგუფებად (შინაგანი ორგანოების პათოლოგიური პროცესი, ნერვული სისტემის დარღვევები). ჰისტამინის გამოთავისუფლება იწვევს სისხლძარღვთა სისტემის განვლადობის მატებას, აფართოებს კაპილარებს, რის შედეგადაც დერმადან იწყება გამოჟონვა და გამონაყარის გაჩენა.  

 

ალერგია შეიძლება იყოს შედეგი არასრულად დაშლილი ცილოვანი პროდუქტების, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ დაკარგული სპეციფიურობა (სისხლში მოხვედრისას ისინი იწვევენ გარკვეული კვებითი პროდუქტების მიმართ ანტისხეულის გამომუშავებას), ღვიძლის უკმარისობის დროს წარმოქმნილი ტოქსინების (დაშლილი პროდუქტების, არასრულად გადამუშავებული), ტოქსიური ნივთიერებები. შესაძლოა ბაქტერიული ალერგიის არსებობაც. ურტიკარიის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. ცნობილია ნერვული აგზნებისას და პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანებით განპირობებული ქოლინერგიული ურტიკარია,რომელიც მიმდინარეობს ქსოვილებში აცეტილქოლინის გამოყოფით.

მკურნალობა

ურტიკარიის სამკურნალოდ ნაჩვენებია

 

  • ჰიპომასენსიბილიზებელი პრეპარატების გამოყენება – 10% კალციუმის ქლორიდი ინტრავენურად, კალციუმის გლუკონატი კუნთებში, ანტიჰისტამინური პრეპარატები.
  • მძიმე შემეთხვევებში შეტევის კუპირება შესაძლოა 1 მლ ადრენალინის, კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შეყვანით (ხორხის სახიფათო შეშუპების დროს უმჯობესია შეყვანილ იქნას ინტრავენურად) კანქვეშ.
  • ქავილს საწინააღმდეგო საშუალებები

 

ქრონიკული დაჭინჭვრის დროს აუცილებელია გამოვლინდეს ეტიოლოგიური ფაქტორი. ალერგენის აღმოჩენისას ნაჩვენებია სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია, საჭმლის-მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობა, დეჰელმინთიზაცია. ნერვული სისტემის დარღვევის დროს – სედატიური თერაპია.

პრევენცია

რეკომენდირებულია მზეზე გასვლის წინ დამცავი კრემის წასმა და მოსალოდნელი ალერგენისგან თავის არიდება. კანზე არსებული ნეიტრალური ბალანსის შენარჩუნებისთვის დასაბანი გელის გამოყენება რომელიც არ შეიცავს საპონს, არის ჰიპოალერგიული , PH neutral , ტესტირებული დერმატოლოგთა მიერ.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს