სკლეროდერმია

მიმოხილვა

სკლეროდერმა ეს არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება ნორმალური ქსოვილის სქელი, ფიბროზული ქსოვილის ჩანაცვლებით. ზოგადად იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს დაავადებებისა და ინფექციებისგან, ხოლო სკლეროდერმით დაავადებულებში იმუნური სისტემა ასტიმულირებს დიდი რაოდენობით კოლაგენის სინთეზს, რომლის ჩალაგებაც ხდება კანსა და შინაგან ორგანოებში, რაც იწვევს მათ გასქელებას. ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კანზე, თუმცა შესაძლოა მოიცვას სხვადასხვა ორგანოთა სისტემებს. განასახვავებენ სკლეროდერმის ლოკალურ და სისტემურ ფორმებს.სისტემური სკლეროდერმა თავის მხრივ იყოფა დიფუზურ და შემოსაზღვრულ ფორმებად. ყველაზე გავრცელებული არის სკლეროდერმის ლოკალური ფორმა, რომელიც ვლინდება მხოლოდ კანზე ზოლების ან პრიალა ლაქების სახით. დიფუზური სკლეროდერმა ვრცელდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, არღვევს კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი სისტემის და თირკმელების ფუნქციონირებას. კანის შესქელება ვლინდება უმეტესწილად თითებზე, ხელებზე, მკლავებზე, ხანდახან ტერფებსა და ფეხებზე.სკლეროდერმა ვითარდება 35-დან 55 წლამდე, ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები, თუმცა 4-ჯერ უფრო მეტად აღინიშნება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

სიმპტომები

სკლეროდერმას სიმპტომები გამსხვავდება იმის გათვალისწინებით თუ რა მიდამოს აზიანებს ის.

 

კანი - აღინიშნება კანის გასქელება და დაჭიმულობა, რომელიც ზოლებად გაყვება ზედაპირს და მოიცავს ტანისა და კიდურების ნაწილს. შესახედაობით დაზიანებული კანი პრიალაა და ელასტიურობა დაკარგული.

თითები - ადრეული ნიშანი სისტემური სკლეროდერმიის არის რეინოს დაავადება, რომელიც იწვევს თითების პატარა სისხლძარღვების შევიწროვებას ცივ ტემპერაზე ან ემოციურ დისტრესზე. როცა ეს ხდება, მათი შეფერილობა ხდება ლურჯი, იგრძნობა ტკივილი და თითები თითქმის პარალიზებული ხდება.

მომნელებელი სისტემა - სკლეროდერმიას შეუძლია გამოიწვიოს საყლაპავის დაზიანება, რაც ართულებს ყლაპვას. ამ დროს შეიძლება ადგილი ქონდეს კრუნჩხვებს, შებერილობას, დიარეას ან ყაბზობას.

სკლეროდერმიით დაავადებულ ზოგ ადამიანს შეიძლება აღენიშებოდეს ვიტამინების აბსორბციის პრობლემები, რომელიც განპირობებულია ნაწლავის კუნთების არასწორი მუშაობით. გული, ფილტვები და თირკმელები - იმ შემთხვევაში თუ სკლეროდერმიამ დააზიანა გული, ფილტვები და თირკმელბი, მდგომარეობა შეიძლება ისე დამძიმდეს რომ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

მიზეზები

სკლეროდესმია არის ჭარბი კოლაგენის ქსოვილებში დეპონირების შედეგი. ამის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ძირითადი როლი ენიჭება იმუნურ სისტემას. უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ სკლეროდერმას იწვევს იმუნური სისტემის, გენეტიკის და გარემო ფაქტორების კომბინაცია.

მკურნალობა

სკლეროდერმიის ზუსტი მკურნალობის სქემა არ არსებობს თუმცა ძირითადი მიდგომა ემყარება:

 

  • ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნაზე ზემოქმედებას;
  • იმუნოსუპრესიასა და ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას;
  • მიკროცირკულაციის აღდგენას;
  • დაავადების ლოკალურ გამოვლინებებზე ზემოქმედებას

პრევენცია

სკლეროდერმით დაავადებული ადამიანები უნდა ერიდონ მაპროვოცირებელ ფაქტორებს როგორებიცაა გადაციება, ვიბრაცია, ტრამვატიზაცია. სასურველია დამატენიანებლების ხმარება რათა კანმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ელასტიურობა.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს