სებორეული დერმატიტი, იგივე სებორეა, ეს არის კანის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული, ქრონიკული მდგომარეობა, რომელის დროსაც კანზე ვითარდება მკაფიო საზღვრების მქონე, ერითემული, ქერცლით დაფარული ლაქები, რომელიც ძირითადად აზიანებს თავის საფარს, სახეს, თვალის ირგვლივ მიდამოს და ტანს. სებორეული დერმატიტი გვხვდება ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის წარმომადგენლებში. ხშირია ბავშვებში და მოზარდებში.
სებორეული დერმატიტის ძირითად სიმპტომებს მოიცავს:
სებორეულმა დერმატიტმა შეიძლება გავლენა იქონიოს თვალზე და გამოიწვიოს ბლეფარიტი.
სებორეული დერმატიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის ცხიმოვანი ჯირკვლების დაავადება. ცნობილია მასზე მოქმედი ხელშემწყობი ფაქტორები :
Malassezia-ს სახეობის პროლიფერაცია ითვლება დაავადების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ და თანამონაწილე ფაქტორად.
სებორეული დერმატიტი, როგორც უკვე ავღნიშნეთ არის ქრონიკული მდგომარეობა, ამიტომ მკურნალობის მიზანია დაავადების შესამჩნევი ნიშნების ალაგება და თანმდევი სიმპტომების შემსუბუქება (როგორიცაა ანთება და ქავილი). სებორეული დერმატიტისთვის სამკურნალო საშალებებია :
პაციენტმა სებორეული დერმატიტით სასურველია გამოიყენოს სოკოს საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც შეიცავს კეტოკონაზოლს.