ალოპეცია

მიმოხილვა

თმის ცვენას (ალოპეციას) შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც თავის, ასევე სხეულის თმიან საფარზე და გამოიწვიოს მისი დროებითი ან მუდმივი დაკარგვა. ცვენა შეიძლება იყოს დიფუზური, ბუდობრივი ან უნივერსალური (მთლიანი თმიანი საფარის გაცვენა).ალოპეცია შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკასთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან, რაიმე დაავადებასთან ან უბრალოდ ასაკთან. პროცესი მეტად გავრცელებულია კაცებში. სიმელოტეს ყველაზე ხშირად იწვევს გენეტიკური წინასწარგანწყობა ასაკთან ერთად ხელშეწყობით და განპირობებულია ზედმეტი თმის ცვენით. ადამიანთა მიდგომა ძალიან განსხვავდება ამ საკითხთან დაკავშრებით, მაგრამ სასურველია თმის ცვენის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს, რათა მიიღოთ საჭირო მკურნალობა თუ კი შესაძლებელია და თავიდან აირიდოთ არასასურველი შედეგები. ასევე მნიშვნელოვანია არსებული მიზეზის დადგენა.

ფოტოები

სიმპტომები

თმის ცვენა გამოიხატება სხვადასხვა ფორმებში მიზეზიდან გამომდინარე. ის შეიძლება დაიწყოს უცბად ან განვითარდეს თანდათანობით. თმის ცვენის ნიშნებსა და სიმპტომებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს : თმის თანდათანობით ცვენა, რომელიც ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება და ასაკის მატებასთან ერთად რისკიც იზრდება. მამაკაცებში ხშირად ცვენა იწყება შუბლის ხაზის გაყოლებაზე, ქალებს კი უფრო დიდ ფართობზე. უფროსი ასაკის ქალბატონებში საკმაოდ გავრცელებული თმის ცვენის ფორმაა შუბლის ფიბროზული ალოპეცია. ოვალური ფორმის უთმო ადგილების გაჩენა სკალპზე, წვერზე ან წარბებზე. კანზე შეიძლება გაჩნდეს ქავილი, გახდეს მეტად მგრძნობიარე და მტკივნეულიც კი სანამ თმა დაცვივდება. თმის უეცარი გაცვენა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ემოციურმა შოკმა. ესეთი ტიპის ცვენა იწვევს საერთო თმის მოცულობის დათხელებას, მაგრამ არის დროებითი. ტანზე მთლიანი თმიანი საფარის დაცვენა, რაც მაგალითად შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიამ, თუმცა საბედნიეროდ თმა ახლიდან იზრდება.

მიზეზები

ადამიანი ნორმის ფარგლებში ყოველდღიურად კარგავს 50 დან 100 ღერამდე თმას.ეს შეუმჩნეველი პროცესია რადგანაც ახალი თმა მაშინვე იწყებს ზრდას.ეს ყველაფერი შესამჩნევი ხდება, როცა დაკარგული ღერების ახლით ჩანაცვლება აღარ ხდება.

თმის ცვენა ძირითადად დაკავშირებულია ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე ფაქტორთან ერთდროულად:

 

  • გენეტიკა - ყველაზე ხშირად თმის ცვენას, ასაკის მატებასთან ერთად, განაპირობებს გენეტიკური წინასწარგანწყობა. ამ მდგომარეობას ეწოდება ანდროგენული ალოპეცია, რომელიც გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებშიც.
  • ჰორმონალური ცვლილებები და სხვადასხვა დაავადებები - არის რიგი მდგომარეობები რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ თმის მუდმივი ან დროებითი დაკარგვა. ცვენის გამომწვევი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის, მშობიარობის შემდგომ, მენოპაუზის დროს და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ალოპეცია არეატა შეიძლება გამოიწვიოს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ასევე სკალპის სხვადასხვა ინფექციებმა.
  • მედიკამენტები და საკვები დანამატები - თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სამკურნალო მედიკამენტებმა.
  • რადიაციული თერაპია - თმა შეიძლება ისეთი აღარ გაიზარდოს როგორიც ადრე იყო.
  • სტრესი - სტრესის შედეგად გამოწვეული თმის ცვენა დროებითია.
  • ვარცხნილობები - კონკრეტულმა ვარცხნილობებმა (მაგ. თმის მჭიდროდ გადაწევამ) და თმის ხშირმა გასწორებამ შეიძლება გამოიწვიოს რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე წონის მნიშვნელოვანი კლება, დიაბეტი და ვიტამინების ნაკლებობა.

მკურნალობა

თმის ცვენის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე : ინფექციის დროს საჭიროა მისი მკურნალობა. თუ გამომწვევი მიზეზი მედიკამენტია, აუცილებლად უნდა შეწყდეს მისი მოხმარება. ანთებადი პროცესისთვის აუცილებელია ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ან ინექციის გზით სტეროიდული საშუალებები, მინოქსიდილი და დითრანოლი.

პრევენცია

რჩევები რომლებიც დაგეხმარებათ ზედმეტი თმის ცვენის თავიდან არიდებაში : მოეპყაროთ თმას ნაზად და ეცადეთ არ დაივარცხნოთ უხეშად განსაკუთრებით მაშინ როდესაც თმა სველია. უკეთესია ფართე ზედაპირის მქონდე სვარცხლის გამოყენება. მოერიდეთ ცხელი ინსტრუმენტების გამოყენებას თმაზე. დაიცავით თმა მზისგან და ულტრაიისფერი შუქის სხვა წყაროებისგან. შეწყვიტეთ მოწევა.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს