პერიორალური დერმატიტი

მიმოხილვა

პერიორალური დერმატიტი ეს არის ანთებითი დაავადება, რომელიც მოიცავს პირის ღრუს ირგვლივ მდებარე კანს მასზე პატარა, წითელი პაპულების, პაპულოვეზიკულების და პაპულოპუსტულების წარმოქმნით. გამონაყარი შეიძლება გავრცელდეს ცხვირსა და თვალამდეც, რომელსაც უკვე პრეიორიფიციალურ დერმატიტს უწოდებენ. ხშირად გამონაყარი ლაგდება ისე, რომ არ ტოვებს შრამს. პერიორალური დერმატიტი გვხვდება ყველა ეთნიკურ ჯგუფში და ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხშირია 16 დან 45 წლამდე ქალებატონებში.

სიმპტომები

პერიორალური დერმატიტი ხასიათდება ეგზემის მსგავსი ანთებითი კერების გაჩენით, უმეტესად პირის ირგვლივ მიდამოებში, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს შუბლზე, თვალის ქვემოთ, ცხვირის გარშემო და ნიკაპზეც. დაავადება შეიძლება იყოს ასიმპტომური თუმცა დაზიანების ადგილას ხშირად ახლავს წვის შეგრძნება.

მიზეზები

პერიორალური დერმატიტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის თუმცა მის განვითარებას ხელს უწყობს :

 

  • ძლიერი სტეროიდული საშუალებების გამოყენება
  • კოსმეტიკური საშუალებები , რომლებიც შეიცავენ პარაფინს და პეტროლატუმს.
  • ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები
  • ხშირი ნერწყვდენა
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება

მკურნალობა

პერიორალური დერმატიტის სამკურნალოდ მოცემულია :

 

  • პიმეკროლიმუსის კრემი
  • ადგილობრივად ერითრომიცინი
  • ადგილობრივად მეტრონიდაზოლი
  • ორალური ანტიბიოტიკები

პრევენცია

პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს სტეროიდული მალამოები ან კანის შესაძლო გამღიზიანებელი რაიმე საშუალება.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს