მეჭეჭი არის კანის კეთილთვისებიანი წანაზარდი, რომელიც ვირუსული ბუნებისაა. ის არის მკვრივი, მშრალი, უმტკივნეულო, მარცვლოვანი წარმონაქმნი და გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, უფრო ხშირად კი ბავშებსა და მოზარდებში. მეჭეჭები ძირითადად გვხვდება თითებსა და იდაყვზე. არსებობს რამდენიმე ტიპის მეჭეჭი :
ვულგარული მეჭეჭები - ამოწეულია კანის ზედაპირიდან და აქვს ყვავილოვანი შესახედაობა. მეჭეჭები შეიძლება გაფანტულად იყოს გავრცელებული, ჯგუფურად ან ახლოს ფრჩხილთან. განსაკუთრებით ავადდებიან ბავშები და მოზარდები. ზოგჯერ ბავშვებში მეჭეჭი შეიძლება სპონტანურად გაქრეს
ტერფის მეჭეჭები - შეიძლება გაფანტულად იყოს განლაგებული მთელ ტერფზე ან პირიქით - შეჯგუფებული და ქმნიდნენ “მოზაიკურ” მეჭეჭებს. ტერფის მეჭეჭები პატარა გასქელებულ არეს წარმოადგენს, რომლის ზედაპირის ჩამოფრცქვნისას გამოჩნდება მრავალი შავი წერტილი კაპილარების თრომბოემბოლიის შედეგად.
ბრტყელი მეჭეჭები - აქვს ბრტყელი შესახედაობა, ოდნავ სცდება კანის ზედაპირს და უმეტესწილად წარმოიქმნება სახესა და ხელის მტევნებზე.
გენიტალური მეჭეჭები (გენიტალური კონდილომები) - როდესაც მეჭეჭები ვითარდება სასქესო მიდამოებში, აუცილებელია უყურადღებოდ არ დარჩეს ეს ფაქტი და პაციენტს ჩაუტარდეს გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. ამ მიდამოებში მეჭეჭების განვითარება მიიჩნევა საშვილოსნოს და ასოს კიბოს ეტიოლოგიურ ფაქტორად.
მეჭეჭის ზოგად სიმპტომებს წარმოადგენს :
მეჭეჭების წარმოქმნის მიზეზია ადამიანის პაპილომას ვირუსი, რომელიც გადაედება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ან საერთო ნივთების ქონის შემთხვევაში. მეჭეჭების გაჩენაზე ზემომქმედი ფაქტორებია:
ზოგჯერ მეჭეჭი მკურნალობის გარეშეც შეიძლება გაქრეს.არსებობს მათი მოცილების რამდენიმე გზა :