მელაზმა

მიმოხილვა

მელაზმა ეს არის კანის ქრონიკული, პროგრესირებადი, ასიმპტომური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ჰიპერპიგმენტური ლაქების წარმოქმნით მელანოციტების მიერ ჭარბი მელანინის დეპონირების შედეგად ეპიდერმისსა და დერმაში. მელაზმა ძირითადად გვხვდება რეპროდუქტიული ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ინ უბნებზე, სადაც მეტად ხვდება მზის სხივები. მელაზმის გავითარებაში დიდ როლს თამაშობს ულტრაიისფერი გამოსხივება, ჰორმონები, ორსულობა, გარკვეული მედიკამენტები და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

სიმპტომები

მელაზმა იწვევს მუქი,სიმეტრიული ლაქების წარმოქნას და კანის ზედაპირის აჭრელებას. ძირითადად დაზიანებულ უბნებს მიეკუთვნება :

 

  • შუბლი
  • ლოყები
  • ცხვირი
  • ზედა ტუჩი
  • ნიკაპი

 

შეიძლება გაჩნდეს კისერზა და წინამზრებზეც. ლაქები ასიმპტომურია და არანაირი დისკომფორტს არ უქმნის პაციენტისტს გარდა გარეგნული შესახედაობისა.

მიზეზები

მელაზმა განპირობებულია მელანოციტების გადაჭარბებული ფუნქციონირებით. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანების კერებში მელანოციტები რაოდენობრივად არ არის მომატებული, ზომაში გადიდებულია და შეიცავს მეტ მელანოსომებს. ამ მდგომარეობის ზუსტი გამომწვევი უცნობია, თუმცა არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები როგორებიცაა : 

 

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ჰორმონალური ცვლილებები
  • მზის ულტრაიისფერი გამოსხივება
  • ორსულობა
  • კონტრაცეპტივები

მკურნალობა

ზოგჯერ მელაზმა ქრება თავისით, ძირითადად ორსულობის შემდეგ. ძირითადად გამოიყენება კანის გამათეთრებელი საშუალებები (როგორიცაა ჰიდროქინონი), პილინგები, დერმაბრაზია და ლაზერული თერაპია. მელაზმას მენეჯმენტში უდიდესი მნიშნელობა ენიჭება პაციენტს, რომ აუცილებლად შეასრულოს ექიმის მითითებები, რაც ძირითადად გულისხმობს მაღალი სპექტრის მქონე მზის დამცავის გამოყენებას.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს