მარტივი ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს ვირუსი HSV ტიპი 1 და 2. ძირითადად აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს. HSV 1 იწვევს უპირატესად ჰერპესულ გინგივოსტომატიტებს და ლაბიალურ ჰერპესს, ხოლო HSV 2- გენიტალურ ჰერპესს. კლინიკურად ჰერპეს ვირუსი ვლინდება ლორწოვან გარსებზე პატარა ბუშტუკების (ვეზიკულების) წარმოქმნით, რომელიც შემდგომ სკდება. HSV 1-ის დროს ბუშტუკები უპირატესად გვხვდება პირის ირგვლივ, მაშინ როცა HSV 2 ჩვეულებრივ აზიანებს სასქესო ორგანოებს. HSV 2 მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, თუმცა HSV 1 -ც შესაძლოა გავრცელდეს სქესობრივი გზით. მოსახლეობის დაახლოებით 50%-დან 80%-მდე ინფიცირებულია HSV 1 ვირუსით და 20%-მდე HSV 2-ით. HSV 2 გამოწვეული ჰერპესი ხშირად ასიმპტომურია, დაინფიცირებულთა 90% ვერც კი ხვდება ინფექციის არსებობას. პირველადი ინფიცირების შემთხვევაში,დაზიანების ადგილას 2 კვირის შემდეგ წარმოიქმნება მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში შეიძლება ალაგდეს. ბუშტუკები ჩნდება სასქესო ორგანოებზე, ანუსის ირგვლივ და დუნდულოებზეც. მარტივი ჰერპესის ყველაზდე ხშირი ლოკალიზაციაა ტუჩისა და ცხვირის კუთხე. გარდა ამისა, ჰერპესის განვითარებას შეიძლება თან ახლდეს გრიპისმაგვარი სიმპტომების არსებობა როგორებიცაა ციება და ყელის ტკივილი. აღსაღნიშნავია ისიც, რომ ჰერპესის დროს ბუშტუკები ყოველთვის არ წარმოიქმნება.
მარტივი ჰერპესის ყველაზე ხშირ სიმპტომებს წარმოადგენს:
პაციენტმა ასევე შეიძლება გამოცადოს გაციებისმაგვარი სიმპტომატიკა :
ჰერპესმა შეიძლება დააინფიციროს თვალიც ( herpes keratitis) და გამოიწვიოს ტკივილი და დისკომფორტის შეგრძება.
ჰერპესის გამომწვევია ვირუსი HSV1 და HSV2. ინფექციის ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი ლატენტურ მდგომარეობაშია და აქტიურდება სტრესის ან ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. მარტივი ჰერპესის გამოვლინებას სახეზე ხშირად ხელს უწყობს გადაჭარბებული ინსოლაცია. უმეტეს შემთხვევაში ჰერპესი საშიშროებას არ უქმნის ჯანმრთელობას, თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დაავადებები:
ჰერპესით დაინფიცირების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:
ჰერპესის ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებად ანტივირუსული პრეპარატებია, რომელთაც მიეკუთნება :
ისინი ამცირებენ დაავადების გამოვლინების სიმწვავეს და სიხშირეს.
კანსა და ლორწოვანი გარსზე ლოკალიზაციის შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი მალამოები, ანტისეპტიკური საშუალებები. მორეციდივე ჰერპესისი დროს ადგილობრივ მალამოებთან ერთად საჯიროა სასურველია ვიტამინოთერაპია.
იმისთვის რომ არ გამოგვრჩეს ჰერპესი გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია