აკნე ეს არის საკმაოდ გავრცელებული კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება პაპულების, პუსტულების და ზოგჯერ კვანძების გაჩენითაც კი. როგორც წესი ჩნდება სახეზე, მკერდზე, მხრებსა და ზურგზე. აკნე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი რასის წარმომადგენელში, თუმცა ყველაზე მეტად აღინიშნება მომწიფების ასაკში მყოფ თინეიჯერებში, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. განარჩევენ ვულგარულ, კონგლობატურს და ახალშობილების აკნეს.
აკნეს სიმპტომები დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე და გვხვდება:
რომელიმე ამ სიმპტომის შემჩნევისას აუცილებელია ვიზიტი ექიმთან, რადგანაც აკნე საჭიროებს აუცილებელ მკურნალობას რათა პრევენცია მოხდეს აკნეს შემდგომი ნაწიბურების გაჩენის და ხელი შევუწყოთ გამონაყარის მალე ალაგებას.
აკნე ანთებითი დაავადებაა, რომლის წარმოქმნაშიც მონაწილეობს ანდროგენ დამოკიდებული ცხიმოვანი ჯირკვლები, ჰორმონალური სტატუსი, ბაქტერიული ფლორა და იმუნური პასუხი. გენეტიკურმა წინასწარგანწყობამაც შეიძლება იქონიოს როლი აკნეს განვითარებაში.
გამოიყოფა აკნეს გამომწვევი ოთხი ძირითადი მიზეზი:
ასევე არსებობს აკნესთან ასოცირებული ფაქტორები როგორებიცაა:
არსებობს რამდენიმე მითი აკნეს გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ამიტომ გახსოვდეთ რომ მის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს ცხიმიან ან ტკბილ საკვებს, ჰიგიენას და სექსუალურ აქტივობას.
საჭირო მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია შეფასდეს აკნეს სიმძმე, კანის ტიპი და მოვლის რუტინა, ჰორმონალური სტატუსი. მკურნალობის დროს გამოიყენება:
დაავადების სიმძიმე განსაზღვრავს თუ როგორ იქნება ეს საშუალებები გამოყენებული, ცალკეულად თუ ერთმანეთთან კომბინაციაში.
აკნეს დროს რეკომენდებულია :
უშუალოდ ექიმის რეკომენდაციით დასაშვებია პილინგის პროცედურები, მეზოთერაპია, პლაზმათერაპია, ლაზეროთერაპია. ეს პროცედურები მნიშნელოვნად აუმჯობესებენ აკნეს მდგომარეობას და მნიშვნელოვანია აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობაშიც.