კონტაგიოზურ მოლუსკს იწვევს პოქსვირუსი და ხასიათდება ხორცისფერი, მრგვალი ფორმის პაპულის წარმოქმნით კანზე. დაზიანებები ძრითადად კანზე ვითარდება (იშვიათად ლორწოვანზე). შესახედაობით კონტაგიოზური მოლუსკი გავს მარგალიტს და აღენიშნება ცენტრალური ჩანაჭდევი. ზომით პაპულების დიამეტრი არ აღემატება 5მმ-ს. მოლუსკის ეპიდერმული ჩანართი სხეულაკების ჰისტოლოგიური ექვივალენტი ჰენდერსონ-პეტერსონის სახელით მოიხსენიება.იგი წარმოადგენს ცენტრალური ნახვრეტის მქონე ვირუსით ინფიცირებულ კერატინოციტებს. კონტაგიოზური მოლუსკით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. თუმცა, ყველაზე გავრცელებულია ბავშვებში , განსაკუთრებით 1 დან 5 წლამდე ასაკში. კონტაგიოზური მოლუსკი, ასევე, გავრცელებულია იმუნოდეფიციტურ ადამიანებში - ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა აივ-ინფექცია ან ქიმიოთერაპია. ეს მდგომარეობა შეიძლება განმეორებითაც გამოუვლინდეს პაციენტს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები იშვიათია. ძირითადად ვირუსი გადადის კანიდან კანზე ან დაბინძურებული საგნების მეშვეობით.
კონტაგიოზური მოლუსკს ახასისიათებს პაპულების წარმოქმნა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მსუბუქი ქავილი.
კონტაგიოზური მოლუსკის გამომწვევია ვირუსი molluscum contagiosum რომელიც ვრცელდება:
დაინფიცირების შემთხვევაში კანზე ჩნდება პაპულები, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზეც. კონტაგიოზური მოლუსკის მატარებელი ადამიანი, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების წყაროდ რჩება უკანასკნელი პაპულების გაქრობამდე. თუმცა, ზუსტად რამდენი ხანი გრძელდება გადამდები პერიოდი ცნობილი არ არის.
კონტაგიოზური მოლუსკები შეიძლება მკურნალობის გარეშეც ალაგდეს, მაგრამ პაპულები ზოგჯერ რამდენიმე თვეების მანძლზე რჩება კანის ზედაპირზე. სამკურნალოდ მიმართავენ :
კონტაგიოზურ მოლუსკს ახასიათებს ინკუბაციის პერიოდი 6 თვე ამიტომ, მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში შეიძლება ერთეული სახით წარმოიქმნას რაც დროულ რეაგირებას და განმეორებით თერაპიას საჭიროებს
კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსული ბუნებისდა მიუხედავად, ყოველდღიური ცხოვრებისას მისი გადაცემის ალბათობა მცირეა. თუმცა, უნდა მიმართოთ გარკვეულ ზომებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
დაცულმა სქესობრივმა კავშრმა შეიძლება შეამციროს კონტაგიოზური მოლუსკის გადაცემის რისკი. ეს ვერ უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას 100 %-ით, რადგან ამ დროს დაავადება შეიძლება გადაეცეს კანთან კონტაქტისას.