იმპეტიგო

მიმოხილვა

იმპეტიგო ეს არის გადამდები, კანის ზედაპირული, ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აღინიშება ნებისმიერი ასაკის ჯგუფში, უმეტესწილად კი ბავშვებში 2 დან 5 წლამდე. გამონაყარი ძირითადად გვხვდება სახის მიდამოში, ცხვირისა და პირის გარშემო. გართულების შემთხვევაში პროცესმა შეიძლება თვალიც ჩაითრიოს. მისი კლასიფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც პირველადი (როდესაც ბაქტერიის ინვაზია ხდება ჯანმრთელ კანზე) ისე მეორადი (უკვე არსებული დაზიანების ბაქტერიული დაინფიცირება) იმპეტიგოს სახით. ინფექცია ძირითადად ჩნდება თბილ, ტენიან პირობებში და მარტივად გადადის კონტაქტით. სწორედ ამიტომ მისი განვითარების რისკი ზაფხულში გაცილებით მაღალია.

სიმპტომები

იმპეტიგოს კლასიკური ნიშნები და სიმპტომები მოიცავს წითელ დაზიანებების გაჩენას, რომლებიც სწრაფად სკდება, სველდება და ხდება მოყვითალო-მოყავისფრო ფუფხის წარმოქმნა. დაზიანება ძირითადად გხვდება პირის ღრუს გარშემო და ცხვირთან, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სხვა ადგილებშიც. ახასიათებს მსუბუქი ქავილი და ტკივილის შეგრძნება. მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაშ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ტემპერატურის მატება. იმპეტიგო შეიძლება იყოს:

 

  • არაბულოზური - წარმოიქმნება ერითემული პაპულები, შემდეგ გარდაიქმნებიან ვეზიკულებად და საბოლოოს ყალიბდება პუსტულები, რომლებიც დიდდება და სკდება, რის შემდეგადაც უკვე აღინიშნება სქელი, ოქროსფერი შესახედაობის ფუფხი.
  • ბულოზური - როდესაც ვეზიკულები გარდაიქმნებიან დიდი ზომის ყვითელი შიგთავსის მქონდე ბულებში, რომლებიც შემდეგ მუქდება და იმღვრევა. გასკდომის შემდგომ ტოვებს სქელ ფუფხს. ძირითადად გამონაყარი გვხვდება ტანზე.
  • ექთიმა - ეს უკვე იმპეტიგოს წყლულოვანი ფორმაა, როდესაც დაზიანება ჩადის უკვე ღრმად დერმაში. ყვითელ ფუფქს გარშემო დაყვება მოიისფრო კიდეები.

მიზეზები

იმპეტიგოს გამომწვევია Streptococcus ან Staphylococcus aureus.

მკურნალობა

იმპეტიგოს მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე და ძირითადად გულისხმობს გამოყენებას :

 

  • ადგილობრივი ანტისეპტიკების
  • ადგილობრივ და ორალური ანტიბიოტიკების

პრევენცია

მნიშვნელოვანია კანი შენარჩუნებულ იქნას მუდმივად სუფთა მდგომარეობაში, კარგად დამუშავდეს და გაიწმინდოს გაჩენილი ჭრილობა თუ დაზიანება. იმისთის რომ ხელი შევუშალოთ იმპეტიგოს გადადებას აუცილებელია :

 

  • ფრთხილად დამუშავდეს დაზიანებული არე რბილი საპნით და წყლით, შემდეგ კი მარლით დაიფაროს.
  • კარგად უნდა გაირეცხოს ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმელი
  • ჭრილობის დამუშავება უნდა მოხდეს ხელთათმანით
  • დაინფიცირებული ბავშვის ფრჩხილები კარგად უნდა დაიჭრას რათა არ მოხდეს ქავილის შედეგად ინფექციის გადატანა
  • ხელების ხშირი დაბანა
  • დაინფიცირებული დარჩეს სახლში მანამ, სანამ გადამდები აღარ იქნება.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს