ვიტილიგო ეს არის კანის საკმაოდ გავრცელებული დარღვევა, რომელიც გამოიხატება მკვეთრი საზღვრების მქონდე თეთრი ჰიპოპიგმენტური ლაქების გაჩენით. ლაქები შეიძება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.ხშირად ლაქები განლაგდება სახეზე, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ, კისერზე, ხელების მტევნებზე, სასქესო ორგანოებზე. ვიტილიგოს შეუძლია დააზიანოს როგორც კანი, ასევე თმა და პირის ღრუ. დროთა განმავლობაში ლაქები ზომაში იზრდება. ვიტილიგო გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ თუ კანის ჯგუფებში და არ არის საშიში,გადამდები და არ ახასიათებს ქავილი. პაციენტები უმეტესწილად განიცდიან ვიზუალურ მხარეს. ჩვეულებრივ თმისა და კანის ფერი განისაზღვრება მელანინით. ვიტილიგო აღინიშნება მაშინ როცა მელანინი წყვეტს თავის ფუნქციონირებას. მკურნალობის შედეგად კანს შეიძება დაუბრუნდეს ჯანმრთელი ფერი, მაგრამ ეს არ აფერხებს ახალი კერების გაჩენას და გამრავლებას. ვიტილიგოს ახასიათებს კიობნერის ფენომენი, რაც გულისხმობს იმას რომ ახალი კერის წარმოქმნის რისკი იზრდება კანის დაზიანების ადგილას.
ვიტილიგოს სიმპტომები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და ყურადღებამისაქცევია როდესაც კანზე აღინიშნება
ვიტილიგოს იწვევს პიგმენტ წარმომქმნელი უჯრედების - მელანოციტების სიკვდილი ან მათი ფუნქციონირების მოშლა. მიზეზი, თუ რამ შეიძლება მიიყვანოს მელანოციტები ამ მდგომარეობამდე, უცნობია. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკასთან, იმუნური სისტემის პრობლემასთან და როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე კანის სტრესთან (დამწვრობა, კანის ტრამვა, კონტაქტი ქიმიურ აგენტებთან). რიგ შემთხვევაში ვიტილიგო აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების დროს (ბაზედოვის დაავადებისა, ჩიყვის, მიქსდემება). ვიტილიგო შეიძლება იყოს შედეგი სასქესო ჯირკვლების დისფუნქციის, ასევე ვიტამინების ნაკლებობის.
ვიტილიგოს მკურნალობა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და პაციენტის ისტორიაში ყურადღება უნდა მიექცეს :
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული და მოლოდინებიც უნდა იყოს რეალისტური - დაზუსტებით რთულია თქმა დეპიგმენტაციის კერებს ჩაანაცვლებს თუარა წინანდელი შეფერილობა. ახლადწარმოქმნილი კერები უკეთ ემორჩილებიან მკურნალობას. მკურნალობის პროცესში გამოიყენება :
აუცილებელია ვიტილიგოს დროს მზის დამცავი კრემის გამოყენება რათა ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად არ მოხდეს ახალი კერების წარმოქმნა.