ჩუტყვავილა მწვავე, მაღალი კონტაგიოზურობის მქონე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს გამოხატული ინტოქსიკაციით, ცხელებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე წვრილი ბუშტუკოვანი გამონაყარით. უფრო მეტად გვხვდება ბავშვთა ასაკში. დაავადებას იწვევს ვარიცელა ზოსტერის ვირუსი, იგივე მესამე ტიპის ჰერპესვირუსი და დაავადების წყაროს წარმოადგენს ინფიცირებული ადამიანი ( იგი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 2 დღით ადრე და გამონაყარის გაჩენიდან 5-7 დღის განმავლობაში). ვირუსი გადადის ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. ჩუტყვავილა განსაკუთრებით საშიშია ჩვილ ბავშვებში, როდესაც დაინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტარული გზით და დედიდან გადაეცემა ნაყოფს. ინფექციას ახასიათებს თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უმადობა, წვრილი, ვარდისფერი ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც შემდგომ ბუშტუკოვანში გარდაიქმნება, რომლებიც შეიძლება გასკდეს და წარმოქმნას ფუფხები კანის ზედაპირზე. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი და ძალიან იშვიათად, რომ მეორედ განმეორდეს. საბედნიეროდ არსებობს ვაქცინა ჩუტყვავილას წინააღმდეგ, რომელიც იცავს ადამიანს ინფიცირებისგან.
დაინფიცირებულ პირთა კონტაქტის შემდეგ ჩუტყვავილას ქავანა ბუშტუკები ჩნდება 10 დან 21 დღემდე და ძირითადად გრძელდება 5 დან 10 დღემდე. გამონაყარის გაჩენამდე შეიძლება აღინიშნებოდეს სიმპტომები როგორებიცაა :
როდესაც უკვე გამონაყარი ჩნდება, ის გაივლის სამ ფაზას :
ჩუტყვავილას იწვევს ვარიცელა ზოსტერის ვირუსი და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით, ტოვებს მყარ იმუნიტეტს და ძალიან იშვიათია ახლიდან დაინფიცირების შანსი.
მკურნალობა ძირითადად ეფუძნება ჰიგიენური ნორმების დაცვას, როგორებიცაა :
ჩუტყვავილის საწინაარმდეგო ვაქცინა არის ყველაზე კარგი გამოსავალი ვირუსისგან თავდასაცავად. ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება მოხდეს დაინფიცირება, მაგრამ ძალიან რბილ ფორმებში.