ვარდისფერი პიტირიაზი

მიმოხილვა

ვარდიფერი პიტირიაზი, იგივე ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი, ეს არის დაავადება რომელსაც ახასიათებს წრიული ან ოვალური, ვარდისფერი ანთებადი ელემენტების წარმოქმნა ტანსა და კიდურების პროქსიმალურ ზედაპირებზე. ვარდისფერი პიტირიაზი გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, უმეტესაც 10 დან 35 წლამდე. ძირითადად, პირველი შედარებით დიდი ელემენტი ჩნდება (დედისეული/ჰერალდის ბალთა) მკერდზე, მუცელზე ან წინა მხარეს. შემდეგ მას მოსდევს სხვა მცირე ზომის ლაქების გაჩენა და მრავლდება საშუალოდ 4-8 კვირამდე. გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს მსუბუქი ქავილი. დაავადება მკურნალობის გარეშეც გადის და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ახასიათებს გამეორება.

სიმპტომები

ვარდისფერი პიტირიაზის უპირველესი გამოვლინება არის მოზრდილი ვარდისფერი ლაქის წარმოქმნა ქერცლიანი ზედაპირით, რომელსაც დედისეულ ბალთას ეძახიან და ჩნდება ძირითადად წელს ზემოთ. შემდეგ ნელ ნელა ხდება გამონაყარის გამრავლება (რომელთა დიამეტრი მერყეობს 2-5სმ-მდე), რასაც ქავილი შეიძლება ახლდეს. გამონაყარი მრავლდება სწრაფად და შეიძება გაგრძელდეს 4 დან 8 კვირამდე. ზურგზე გამონაყარს განლაგების თვალსაზრისით ადარებენ ნაძვის ხეს.როდესაც ლაქების გაჩენა მიაღწევს პიკს, შემდეგ უკვე იწყება უკუგანვითარება. იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს თავის ტკივილი, სისუსტე და ფარინგიტი

მიზეზები

ვარდისფერი პიტირიაზის გამომწვევი უცნობია. იგი არ არის ასოცირებული ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციებთან. ნავარაუდებია რომ მას კავშირი აქვს ჰერპეს ვირუსთან.

მკურნალობა

ვარდისფერი პიტირიაზი მკურნალობის გარეშეც გადის, თუმცა მდგომარეობა გართულების შემთხვევაში (რაც გულისხმობს მწვავე ქავილს ან ლაქების ხარგრძლივი დროით შენარჩუნებას) გამოიყენება :

 

  • ადგილობრივად სტეროიდული საშუალებები
  • ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები
  • ფოტოთერაპია
  • სისტემური გლუკოკორტიკოიდები

პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ რომ ზოგჯერ გამონაყარი შეიძლება გაგრძელდეს 2 დან 3თვემდე

პრევენცია

ვარდისფერი პიტირიაზის დროს პაციენტმა სასურველია :

 

  • მოერიდოს შალის ტანსაცმლის ჩაცმას, კანის ზედმეტად გაღიზიანებას და ცხელ შხაპს.
  • რეკომენდებულია უსუნო ლოსიონის ან კრემის ხმარება
  • სასურველია კანი იყოს გრილად

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს