ანგიომა

მიმოხილვა

ანგიომა, იგივე ჰემანგიომა, არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს წითელი ლაქების სახით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ძირითადად კი სახეზე, თავზე, მკერდსა და ზურგზე. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ძალიან ხშირია ახალშობილებში და ბავშვებში, მეტად გოგონებში, თუმცა უმეტესწილად დროთა განმავლობაში მკურნალობის გარეშე ქრება. ჰემანგიომა შეიძლება შეგვხვდეს, როგორც კანის ზედაპირზე, ასევე შინაგან ორგანოებშიც (მაგ. ღვიძლზე), ხშირად შეიძლება დაკავშრებული იყოს განვითარების სხვადასხვა თანდაყოლილ მანკებთან. ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან შემაერთებელი ქსოვილით არის გამოყოფილი. არსებობს ჰემანგიომის სხვადასხვა სახეები, როგორიცაა კაპილარული, ჰიპერტროფულ-კაპილარული, კავერნული, დატოტვილი, კომბინირებული და ტელეანგიოექტაზია.

სიმპტომები

ჰემანგიომა შეიძლება დაბადებიდანვე აღინიშნებოდეს, მაგრამ ასევე ხშირად ჩნდება სიცოცხლის პირველ თვეებში და იწყება როგორც ბრტყელი წითელი ნიშანი თავზე, სახეზე ან ტანის ნებისმიერ ნაწილას. პირველი წლის მანძილზე წითელი წარმონაქმნი შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და გადაიზარდოს მუწუკში, შემდეგ კი თანდათანობით უკუგანვითარდეს, გაფერმკრთალდეს და ბოლოს საერთოდ გაქრეს. ბევრი მათგანი ქრება 5 წლის, ხოლო უმეტესობა 10 წლის ასაკისკენ. კანი შეიძლება დარჩეს ოდნავ გაფერმკრთალებული და ამოწეული მის ადგილას.

მიზეზები

ჰემანგიომა შედგება დამატებითი სისხლძარღვებისგან, რომლებიც ერთად ჯგუფდება, ხოლო უშუალოდ რა იწვევს ამას, უცნობია.

მკურნალობა

ჰემანგიომის სამკურნალოდ შეგვიძლია მივმართოთ ქირურგიას, კრიოთერაპიას და ლაზეროთერაპიას, მაგრამ ზოგჯერ ისინი ყოველგვარი მკურალობის გარეშეც ქრებიან.

პრევენცია

გირჩევთ მოერიდოთ იმ ნაწილის დაზიანებას, სადაც ჰემანგიომაა, რადგან ჭრილობის შემთხვევაში სისხლდენა უფრო ჭარბად აღინიშნება.

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს