ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება ეპიდერმული შრის ბაზალური უჯრედებისგან. ბაზალური შრის უჯრედებია სწორედ ის უჯრედები, რომელთა საშუალებითაც ხდება კანის განახლება, ძველი უჯრედების ახლით ჩანაცვლება. ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის დროს დაზიანება ჩნდება ძირითადად იმ ნაწილზე, სადაც ხშირია მზის სხივების ზემოქმედება.
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, განსაკუთრებით ვითარდება მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ადგილას, უმეტესწილად თავისა და კისრის მიდამოში. ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის 2 ძირითადი ტიპი არსებობს :
კვანძოვანი
ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა ჩნდება მაშინ, როდესაც კანის ერთ-ერთ ბაზალურ უჯრედში ვითარდება მისი დნმ-ის მუტაცია. ბაზალური უჯრედების ფუნქციაა ძველის ჩანაცვლება ახალი უჯრედებით, რომელსაც აკოტროლებს მათი დნმ, სწორედ დნმ შეიცავს, ასე ვთქვათ, ინსტრუქციას ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის. მუტაციის შედეგად უჯრედები, რომლებიც წესით უნდა იღუპებოდნენ, აგრძელებენ გამრავლებას, ხოლო აკუმულირებული პათოლოგიური უჯრედების დაგროვებამ შეიძლება წარმოქმნას კანის ზედაპირზე სიმსივნე. მიიჩნევა რომ დნმ-ის დაზიანებას უმეტესწილად იწვევს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება და სოლარიუმის ხშირი მოხმარება.
მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და ლოკაციაზე და მოიცავს :