ნაირფერი პიტირიაზი ეს არის კანის სოკოვანი ინფექცია, რომლის დროსაც ირღვევა კანის ნორმალური პიგმენტაცია და ხდება მცირე, გაუფერულებული უბნების წარმოქმნა. ლაქები შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე მუქი ფერის და უმეტესწილად გვხვდება ტანსა და მხრებზე. ნაირფერი პიტირიაზი გვხვდება ნებისმიერ ასაკში, უმეტესწილად კი მოზარდებში. მზის სხივები უფრო ხილულს ხდის ამ კონდიციას. სოკოს საწინააღმდეგო ლოსიონების და შამპუნების ხმარება ეხმარება ნაირფერი პიტირიაზის ალაგებას, თუმცა კანის არათანაბარი შეფერილობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში. დაავადება ხშრად მეორდება და ამას ხელს უწყობს განსაკუთრებით თბილი და ნოტიო ამინდი.
ნაირფერი პიტირიაზის სიმპტომებია :
საჭიროა მივმართოთ ექიმს როდესაც მდგომარეობა არ უმჯობესდება გარკვეული პერიოდისა თუ მოვლის შემდეგ.
სოკო, რომელიც იწვევს ნაირფერ პიტირიაზს, ჯანმრთელ კანზეც ბინადრობს და პრობლემას იწვევს, როდესაც უკვე ხდება მისი სწრაფი გამრავლება და გავრცელება დიდ ფართობზე, ამას კი ხელს უწყობს : ცხელი, ნესტიანი ამინდი ცხიმიანი კანი ჰორმონალური ცვლილებები დასუსტებული იმუნური სისტემა
ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობა გულისხმობს ადგილობრივად სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას
ნაირფერი პიტირიაზის ხელახლა გამეორების პრევენციისთვის რეკომენდებულია ადგილობრივი ან ორალური თერაპია (უფრო თბილ ადმინდში), როგორიცაა ტანზე სპეციალური ანტიმიკოზური შამპუნის ხმარება და იტრაკონაზოლის მიღება.