არის თუ არა ბალიში კავშირში აკნეს განვითარებასთან ?

ბევრ ადამიანს აქვს სახის მოვლის რუტინა, რომელსაც ზედმიწევნით იცავს, მაგრამ სამწუხაროდ გამონაყარი მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩება.  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ბალიში გახდეს.

კანის ზედაპირზე ქსოვილების მექანიკურმა ზემოქმედებამ შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს, რასაც მექანიკური აკნე ეწოდება (acne mechanica).

ამ ტიპის აკნე საკმაოდ ხშირად გვხვდება სპორტსმენებში, მაგრამ მიზეზობრივი როლი ხშირ შემთხვევაში საყოფაცროვრებო ნივთებს ეკუთვნის, მაგალითად ბალიშის პირს.

იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად არ მოხდა ბალიშის პირის გარეცხვა, ის შესაძლოა აკნეს გამომწვევ მიზეზად იქცეს, რადგან გარემოდან შეწოვილი და ასევე კანისა და თმიდან გამოყოფილი ცხიმი და ჭუჭყი რომელიც შეიწოვება ბალიშის პირში, ისევ გადადის კანზე, რაც იწვევს ფორების დახშობას და კანზე ანთებითი რეაქციის წარმოშობას.

კოსმეტიკამ და თმის მოვლის საშუალებებმა ასევე შესაძლოა აკნეს განვითარება გამოიწვიოს, მაგალითად როდესაც სრულყოფილად არ ვიბანთ სახეს, მაკიაჟის ნარჩენები შეიწოვება ბალიშის პირში, რომელიც ყოველდღიურად ეხება სახის კანს და შესაბამისად იწვევს გამონაყარს.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მექანიკური აკნეს განვითარება?

1. ძილის წინ აუცილებლად დაიბანეთ სახე

დარწმუნდით, რომ მაკიაჟი და თმის მოვლის საშუალებები სრულად მოიცილეთ, რადგან თავიდან ავიცილოთ მათი გადასვლა თეთრეულზე.

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ხშირად დაღლილები ვბრუნდებით სახლში და ვფიქრობთ, რომ არაფერი დაშავდება იმით, თუ სახეს არ დავიბანთ. ამ შემთხვევაში, აუცილებლად გაიწმინდეთ სახე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით.

 

2. აუცილებელია რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც შეიცვალოს ბალიშის პირი.

ეს თავიდან აგაცილებთ ფორების დახშობას და კანის გაღიზიანებას.

 

3.გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკა და სახის მოვლის საშუალებები, რომლებიც არ იწვევევს აკნეს

ამერიკის დერმატოლოგთა აკადემია რეკომენდაციას გვაძლევს , გამოვიყენოთ ისეთი მოვლის საშუალებები რომელთა შეფუთვაზეც დატანილია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი :

  • არ იწვევს ფორების დახშობას ( Won’t clog pores )

  • არის უცხიმო ( Oil-free )

  • არა კომედოგენური ( Non-comedogenic )

  • არ იწვევს აკნეს ( Non-acnegenic )

იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ გამონაყარი, დარწმუნდით, რომ ლოგინის თეთრეული და ყველა ის ქსოვილი რაც თქვენს კანს ეხება არის სუფთა. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ იცით თქვენი კანის პრობლემების გამომწვევი მიზეზი(ები), აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან.

არის თუ არა ბალიში კავშირში აკნეს განვითარებასთან ?

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს