რა იწვევს იზოლაციის პერიოდში კანის მდგომარეობის გაუარესებას?

როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და გაიცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ბევრმა ადამიანმა იფიქრა, რომ დრო იყო საკუთარი ჯანმრთელობისთვის და სახის კანის მოვლისთვის მიეხედათ, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ტერმინი „იზოლაციის კანი“ ტრენდულიც კი გახდა სოციალურ ქსელებში, რადგან ამ პრობლემის წინაშე ძალიან ბევრი ადამიანი დადგა და თქვენ გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. მნიშნველოვანია მოვახდინოთ მიზეზის იდენტიფიცირება, იმისთვის, რომ იზოლაციის პერიოდში შექმნილ კანის პრობლემებს უკეთ გავუმკლავდეთ.

რა არის „იზოლაციის კანის“ გამომწვევი მიზეზი?

 

ყოველდღიური რუტინის ცვლილება

ბევრი ჩვენგანისთვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ის ყოველდღიური რუტინა რომელსაც ზედმიწევნით ვიცავდით, სადღაც გაქრა. ყველაზე კარგი რჩევა რაც შეგვიძლია რომ მოგცეთ : დაფიქრდით, ბოლო 7 დღს განმავლობაში როგორი იყო თქვენი სახის მოვლის რუტინა? დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა, იქნებ „ზედმეტ“ მოვლაზე გადახვედით? ან შესაძლოა ეს ბოლო პერიოდია თქვენი კანი უგულებელყავით?

 

ალკოჰოლი, გადამუშავებული საკვები და შაქარი

მნიშნველოვანია, რომ რეალობას გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ რუტინის ცვლილებაზე მეტად, ჩვენი კვება პასუხისმგებელის კანის მდგომარეობის გაუარესებაზე. ბევრმა ადამიანმა თვითიზოლაციაში, კულინარიას მიჰყო ხელი, განსაკუთრებით პოპულარულია ნამცხვრების გამოცხობა რას ნიშნავს იმას, რომ ხდება დიდი რაოდენობით შაქრის მიღება. ადამიანები ასევე იღებენ ალკოჰოლს და მიირთმევენ Fast food – ს . სწორედ ეს ყველაფერი უწყობს ხელს კანის მდგომარეობის გაუარესებას.

 

ნაკლები ვარჯიში

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ცდილობენ სახლში ივარჯიშონ, მაინც იმაზე ბევრად უფრო ნაკლებს ვმოძრაობთ ვიდრე ამას ნორმალურ პირობებში ვაკეთებდით. ვარჯიში ხელს უწყობს კანის მომარაგებას ჟანგბადით და ნუტრიენტებით ასევე, ნაკლები მოძრაობის დროს კანის სისხლმომარაგება სუსტდება, შესაბამისად ანთებითი პროცესის ალაგება მეტ დროს საჭიროებს. სწორედ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს თვითიზოლაციის პირობებში კანის გაუარესებული მდგომარეობის მიზეზი.

 

მზის სხივების ნაკლებობა

გარეთ გასვლის და ყოველდღიური საქმეების კეთებისას ხშირად ვეფიცხებით მზეს, მაგრამ თვითიზოლაციის პერიოდში სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება.

კანის სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინი ,რომელსაც „მზის ვიტამინს“ უწოდებენ. ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც ჩვენი სხეული თვითონ წარმოქმნის კანის ქსოვილში, მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს D ვიტამინის წარმოქმნა, კანს აუცილებლად უნდა ხვდებოდეს მზის სხივები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დიდი რაოდენობით მზის სხივების მიღება საკმაოდ საზიანოა კანისთვის, ამიტომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებისთვის კვირაში ოთხჯერ მზეზე 15 წუთით ყოფნა აბსოლუტურად საკმარისია.

რა იწვევს იზოლაციის პერიოდში კანის მდგომარეობის გაუარესებას?

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს