კანისთვის საზიანო საკვები

ყველასთვის ცნობილია რომ კანისთვის ჯანსაღი საკვები და ხილ-ბოსტნეული სასარგებლოა, ხოლო fast food და ალკოჰოლი მავნე. რა თქმა უნდა შესანიშნავია თუ ამ წესს ყოველთვის დავიცავთ, მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებობს საკვები, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს უშუალოდ კანზე.

 

საკვები რომლის შემცველობაშიც მაღალია შაქრის და ნახშირწყლების დონე.

პირველ რიგში დავიწყოთ ისეთ საკვებზე საუბარი რაც ალბათ უკვე იცით რომ ცუდ ზეგავლენას ახდენს კანზე, მაგალითად თეთრი ბრინჯი, თეთრი პური, შაქარი და ა.შ. ეს პროდუქტები არა მხოლოდ კანისთვის არის ცუდი, არამედ ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა საზიანო.

მსგავსი პროდუქტები აძლიერებენ ცხიმის გამომუშავებას . ყველასთვის ცნობილია, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ კანზე ზედმეტი რაოდენობის ცხიმის გამოყოფა, განსაკუთრებით მაშინ თუ აკნე გვაწუხებს. ცხიმი ახშობს ფორებს, რაც შემდგომ ხშირ შემთხვევაში გამონაყარის გაჩენის მიზეზი ხდება.

მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები ასტიმულირებს ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონის) სინთეზს, ხოლო ანდროგენები იწვევენ აკნეს განვითარების პროვოცირებას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე გაწუხებთ აკნე, აუცილებელია, რომ თავი შეიკავოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებისგან.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც უნდა მოერიდოთ მსგავსი საკვების მიღებას : დიდია სისხლში გლუკოზის დონის მატების რისკი, რომელიც მრავალი პრობლემის გამომწვევი მიზეზია, მაგალითად: დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები ხელს უშლის და ანელებს კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, რის შედეგადაც კანი კარგავს ელასტიურობას, ხდება მშრალი და მატულობს ნაოჭების რაოდენობა.

 

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი

ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით, ხომ ასეა? მართალია წყალი საკვები არ არის, მაგრამ აუცილებელია ყველამ იცოდეს, რომ ბოთლებში ჩამოსხმული წყლის მოხმარება რისკებთან არის დაკავშირებული. ბისფენოლი რომელიც წყლის პლასტმასის ბოთლების შემადგენლობაშია, ექიმებისა და ქიმიკოსებისთვის ცნობილია როგორც „სტეროიდების ანალოგი“, რაც ნიშნავს რომ მას აქვს უნარი მოახდინოს ჰორმონების მსგავსი გავლენა. ჯერ კიდევ იკვლევენ მეცნიერები იმას, თუ რა დოზით ახდენს ეს ყველაფერი კანზე გავლენას, მაგრამ რეკომენდებულია მსგავსი პროდუქტების მოხმარებისგან თავის შეკავება.

 

რძის ნაწარმი

კანზე რძის ნაწარმის გავლენა ჯერ ჯერობით მეცნიერთა და ექიმთა კვლევის აქტიური საგანია. დერმატოლოგებისთვის რთულია ღია რეკომენდაციების გაცემა, რადგან რძის ნაწარმის უმეტესობა, რასაც საზოგადოება თითქმის ყოველდღიურად მოიხმარს, აქვს შაქრის მაღალი შემცველობა, მაგალითად იოგურტები. სასურველია მიიღოთ ნატურალური რძის ნაწარმი რომელსაც არ არის გაჯერებული შაქრით და მიღებულია ისეთი ცხოველისგან, რომელსაც არ მიუღია ჰორმონები.

 

ცხარე საკვები

იმ შემთხვევაში, თუ ცხარე საკვების მოყვარული ბრძანდებით - იმედი უნდა გაგიცრუოთ. ცხარე საკვებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს კანზე, ისინი ახდენენ ანთებითი პროცესის პროვოცირებას და აუარესებენ როზაცეას.

კანისთვის საზიანო საკვები

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს