რა ცვლილებას განიცდის სახის კანი როდესაც მოწევას თავს ვანებებთ?

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ ბევრი ადამიანი ვერ აანალიზებს იმას, რომ მოწევა საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის კანს. სიშავე თვალების ქვეშ, გაყვითლებული თითები, ჩამქვრალი სახის კანი სამწუხარუხაროდ იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია რის წინაშეც მწეველები დგანან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემები შეუქცევადია.

 

ნათელი თვალები

თვალების ქვეშ სიშავე - თითქმის ყველა მწეველის პრობლემაა, ასევე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველები ბევრად უფრო დაღლილები იღვიძებენ ვიდრე არამწეველები, კარგად გამოძინების შემთხვევაშიც კი, რისი მიზეზიც ძილის დროს ნიკოტინის მოთხოვნილებაა რაც ორგანიზმის ძილის ფაზებს არღვევს. როდესაც მოწევას ანებებთ თავს, უმჯობესდება ძილი და მცირდება სიშავე თვალების ქვეშ.

 

მკვრივი კანი

იცოდით, რომ სიგარეტის ბოლი დაახლოვებით 7000 ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს? ამ ნივთიერებათა უმეტესობა აზიანებს კოლაგენს და ელასტინს - ბოჭკოებს რომლებიც ანიჭებს კანს ელასტიურობას. შედეგად, თქვენი კანი მიდრეკილი ხდება ადრეული დაბერების და ნაოჭების განვითარებისკენ.

როდესაც მოწევას ანებებთ თავს, კოლაგენის წარმოქმნის პროცესი ნორმას უბრუნდება და თქვენი კანი გამოიყურება უფრო ჯანსაღად. რათქმაუნდა ნაოჭების გაქრობა ნიკოტინზე თავის დანებების შემდეგ არ მოხდება, თუმცა შენელდება მათი გაჩენის ტემპი.

 

ერთგვაროვანი და მბზინავი კანი

ნიკოტინი ავიწროვებს იმ სისხლძარღვებს, რომლებსაც კანამდე მიაქვთ ჟანგბადი და ნუტრიენტები. როდესაც სისლძარღვები შევიწროვებულია, კანს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი და ნუტრიენტები, შესაბამისად ხდება ჩამქრალი და არაერთგვაროვანი.

მოწევაზე თავის დანებების შემდეგ, კანს მიეწოდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი და საჭირო ნივთიერებები, რაც შედეგად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ხდის ერთგვაროვანს და მბზინვარეს.

 

თითები ლაქების გარეშე

მწეველებს კბილების ფერის ცვლილების გარდა, აღენიშნებათ თითების და ფრჩხილების ფერის ცვლილებაც. ნიკოტინი და კუპრი იწვევს თითებსა და ფრჩხილებზე ყვითელი ლაქების გაჩენას რაც საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება. თავის დანებების შემდეგ, დროთა განმავლობაში გაყვითლებული თითები იბრუნებენ ბუნებრივ ელფერს.

 

ჯანსაღი თმა

ადამიანების უმეტესობა არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ნიკოტინი თმასაც აზიანებს. ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც სიგარეტის შემადგენლობაში შედის, აზიანებენ თმის ფოლიკულებს და ხელს უწყობენ თმის სტრუქტურის გაუარესებას და მის გათხელებას. 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა რომ სიმელოტე ორჯერ უფრო ხშირია მწეველ მამაკაცებში არამწეველებთან შედარებით. მოწევაზე თავის დანებება დადებითად აისახება თმის ხარისხზე, აუმჯობესებს თმის ფოლიკულების სისხლმომარაგებას რაც შედეგად ასტიმულირებს თმის ზრდას და გათხელებულ თმას უბრუნებს პირვანდელ ელფერს.

რა ცვლილებას განიცდის სახის კანი როდესაც მოწევას თავს ვანებებთ?

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს