როგორ ვებრძოლოთ ჩაზრდილ თმას?

თმის ჩაზრდა კანის საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა და ვითარდება პარსვის, ამოღების, ძაფით მოცილების და ცვილით ეპილაციის შემდეგ. როდესაც რეგულარულად ვზრუნავთ იმაზე, რომ არასასურველი თმა მოვიშოროთ, ყოველი მოშორების შემდეგ თმის ღერი უფრო და უფრო თხელდება და უფრო და უფრო უჭირს კანიდან ამოსვლა. გარდა ამისა, თმის მოშორება ძირითადად ხდება ზრდის საპირისპირო მიმართულებით რაც მას ზრდის კუთხეს უცვლის და ესეც მეტწილად უწყობს ხელს ჩაზრდას. თმა შესაძლოა ჩაიზარდოს სახეზე, კისერზე, იღლიებში, ბარძაყებზე, დუნდულებზე, ბიკინის ზონაზე, ბოქვენზე - სხეულის ნებისმიერ ადგილას.

 

ყველაზე ხშირად ვის უვითარდება ჩაზრდილი თმა?

ადამიანებს რომლებსაც აქვთ ხვეული თმა, რადგანაც ზრდის დროს მოხრილი თმის ღერი ხვრეტს ახლო მდებარე კანს და ჩაიზრდება მასში. ამ პრობლემამ შესაძლოა ნებისმიერი ტიპის და წარმომავლობის ადამიანი შეაწუხოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ პრობლემას აფრიკული წარმოშობის მამაკაცები აწყდებიან.

 

როგორ გამოიყურება ჩაზრდილი თმა?

თმის ჩაზრდა ყველაზე ხშირად მამაკაცებში სახის მიდამოშია გამოხატული და ძალიან ჰგავს აკნეს. გაპარსვის დროს მარტივად სისხლმდენია და სწორედ იმიტომ რომ თმის ფოლიკული და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილი ანთებადია, დაზიანებული კანის მიდამოში ხშირად ვითარდება ბაქტერიული ინფექციები რაც შედეგად ჩირქოვან გამონაყარს გვაძლევს.

 

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს თმის ჩაზრდას?

  • ჰიპერპიგმენტაციების და ლაქების გაჩენა ანთების ზონაში

  • სქელი და/ან კელოიდური ნაწიბურის ფორმირება

  • თმის დროებითი ან პერმანენტული დაკარგვა

 

როგორ შეგვიძლია თმის ჩაზრდის თავიდან აცილება?

არ ჩაიტაროთ თმის მოსაცილებელი პროცედურები და არ გაიპარსოთ 30 დღის განმავლობაში, იმისთვის ხომ კანი მოშუშდეს. 30 დღის შემდეგ:

  • წამოზრდილი თმა შეიმოკლეთ თმის ელექტრონული საკრეჭით, ზედაპირზე დატოვეთ მხოლოდ 1-2 მმ სიგრძის თმა;

  • დაიბანეთ სახე გამონაყრის საწინააღმდეგო სპეციალური საპნით, რომელიც შეიცავს ან სალიცილის მჟავას, გლიკოლის მჟავას ან ბენზოლის პეროქსიდს. ეს ინგრედიენტები ახდენენ კანის ზედაპირის ექსფოლიაციას და ამცირებენ ახალი ანთებითი კერების წარმოშობის ალბათობას.

  • ჩამოიბანეთ სახე წყლით რის შემდეგაც დაიდეთ სველი თბილი კომპრესი რამდენიმე წუთით.

  • წაისვით საპარსი კრემი და კარგად შეიზილეთ სახეზე, არ დაელოდოთ შეშრობას, თუ შეგაშრათ შეიზილეთ ახლიდან.

  • გამოიყენეთ ბასრი სამართებელი და დაიწყეთ პარსვა მცირე ზეწოლით, მოკლე და სწორი მიმართულებით.

  • გაპარსვის შემდგომ, ჩამოიბანეთ სახე წყლით და კანზე დაიტანეთ დამარბილებელი და დამატენიანებელი პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი კრემი.

 

არსებობს თუ არა რაიმე სახის მკურნალობა?

იმის გათვალისწინებით, რომ ჩაზრდილმა თმამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის კერების წარმოშობა, ჰიპერპიგმენტაცია, ნაწიბურის განვითარება და თმის დაკარგვა, მნიშვნელოვანია რომ მდგომარეობის შესაფასებლად გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოთ მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.

 

შესაძლო მკურნალობის სტრატეგიები :

  • სტერიოიდები (ანთების, და ქავილის შეგრძნების დასათრგუნად).

  • აკნეს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. ტრეტინოინი) იმისთვის რომ დარბილდეს კანი ჩაზრდილი თმის ირგვლივ.

  • ჰიდროქინონის კრემი ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად.

  • პერორალური ან ტოპიკური ანტიბიოტიკები ინფექციის და ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად .

  • ფოტოდინამიური თერაპია

  • ეფლორნითინის კრემი, პულს თერაპია და ლაზერული ეპილაცია - იმისთვის რომ შემცირდეს პრობლემის ახლიდან განვითარების რისკი.

როგორ ვებრძოლოთ ჩაზრდილ თმას?

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს