3 ინგრედიენტი რომელიც არ უნდა მოიხმაროთ თუ აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ

მნიშვნელოვანია გავეცნოთ იმ კოსმეტიკური საშუალებების ინგრედიენტებს რომლის შეძენასაც ვგეგმავთ. აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებისთვის საკმაოდ რთულია კოსმეტიკის შეძენა რადგან მათში შემავალი ბევრი ინგრედიენტი აკნეს გამწვავების მიზეზი ხდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეფუთვაზე წერია, რომ ესა თუ ის კოსმეტიკური საშუალება შექმნილია თქვენი ტიპის კანისთვის, ეს არ ნიშნავს იმას რომ ის მოახდენს გამონაყრის გაჩენის ან აკნეს განვითარების პრევენციას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვთ, რეკომენდებულია ისეთი კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება, რომლებიც შეიცავენ არა-კომედოგენურ ინგრედიენტებს, რომლებიც უსაფრთხოა აკნესთვის და არ იწვევენ ფორების დახშობას.

რა არის ის 3 ინგრედიენტი რომლის მოხმარებასაც თავი უნდა ავარიდოთ თუ აკნესკენ მიდრეკილი კანი გვაქვს?

 

1. ბისმუტის ოქსიქლორიდი

ბისმუტის ოქსიქლორიდი არის ნაერთი, რომელიც ფხვიერ კოსმეტიკურ საშუალებებში გვხვდება. გამოიყენება აბრეშუმისებრი და ბზინვარე ეფექტის მისაღებად, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს ინგრედიენტი გადის საკმაოდ ხანგრძლივ ქიმიურ დამუშავებას. სწორედ ამიტომ იმ ადამიანებში ვისაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ქიმიურად დამუშავებული ბისმუტის მშრალი სტრუქტურა იწვევს კანის საკმაოდ ძლიერ გაღიზიანებას, აკნეს, შავ წერტილებს და ფორების დახშობას.

 

2. ლაურინის მჟავა

ქოქოსის ზეთი თავის მოვლის საშუალებებში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ლაურინის მჟავა რომელიც ქოქოსის ზეთების და ქარაქების შემადგენლობაშია, არის ძლიერ კომედოგენური, განსაკუთრებით საზიანოა იმ ადამიანებისთვის ვისაც აკნესთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ასევე საჭიროა მოვერიდოთ კანზე ქოქოსის ზეთის/კარაქის სქელი ფენის დატანას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანზე ჭუჭყის და ბაქტერიების კონტამინაცია, რაც შედეგად განავითარებს დახშულ და დაბინძურებულ ფორებს.
 

3. იზოპროპილის იზოსტეარატი

იზოპროპილის იზოსტეარატი ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე კომედოგენური ინგრედიენტია. ეს ინგრედიენტი გამოიყენება ლოსიონებში გლუვი და გამჭვირვალე ტექსტურის მისაღებად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზოპროპილის იზოსტეარატი წარმოიშობა სტეარინმჟავიდან რაც წარმოადგენს ფორების დახშობის და აკნეს განვითარების ერთ-ერთ გამომწვევს.

3 ინგრედიენტი რომელიც არ უნდა მოიხმაროთ თუ აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს