ტოპ 5 საკვები ჯანსაღი კანისთვის

1. ცხიმიანი თევზი

ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი და ა.შ, ეს იმ ცხიმიანი თევზების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მდიდარია ომეგა 3-ით, რაც კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა.

ომეგა 3 სასწაულებს მოახდენს თქვენს კანზე ძალიან ბევრი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, ის ხელს უშლის კანის დათხელებას, ატენიანებს მას და უნარჩუნებს ელასტიურობას.

კვლევების თანახმად, ომეგა-3 -ის დეფიციტს შეუძლია კანის სიმშრალის გამოწვევა. ის ამცირებს კანზე მიმდინარე ანთებით პროცესებს და ასევე ულტრა იისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას.

ცხიმიანი თევზი ასევე მდიდარია E ვიტამინით და თუთიით.

E ვიტამინი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, ხოლო თუთია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს კანის ახალი უჯრედების წარმოქმნაში და მისი ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში კანზე ანთებითი პროცესების განვითარებას და ჭრილობების დაგვიანებულ შეხორცებას იწვევს.

 

2. ნიგოზი

ნიგოზი საკმაოდ მდიდარია ისეთი მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივი გზებით ვერ აწარმოებს. თხილეულებს შორის ის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-6. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ომეგა 6-ის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა კანის ანთებითი რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ საბედნიეროდ ნიგოზში ომეგა-6 და ომეგა-3 ის იდეალური თანაფარდობაა.

იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ რომ ნიგოზი შესანიშნავია კანისთვის, შეგახსენებთ, რომ ის მდიდარია კანის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი ელემენტებით, როგორებიცაა: თუთია, E ვიტამინი და სელენი.
 

3. ტკბილი კარტოფილი

ნუტრიენტებით მდიდარი ტკბილი კარტოფილი კანისთვის ძალიან სასარგებლო საკვებია. ის ბეტა კაროტინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც მოქმედებს როგორც პროვიტამინ A, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში მისი A ვიტამინად გარდაქმნა არის შესაძლებელი. ბეტა კაროტინით ასევე მდიდარია სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და სტაფილო.

 

ბეტა კაროტინის მიღებისას, ის სხეულზე მოქმედებს როგორც მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალება, რათა უზრუნველყოს კანის სიჯანსაღე და შესძინოს მას ბზინვარება.
 

4.პომიდორი

პომიდორი ბოსტნეულის ისეთი სახეობაა რომელიც მდიდარია არა მხოლოდ ბეტა კაროტინით, არამედ C ვიტამინით და კაროტინოიდებით.

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ისეთი კაროტინოიდები როგორებიცაა ლუთეინი და ლიკოპენე (წითელი პიგმენტი რომელიც არის პომიდორში და მრავალ კენკრასა და ხილში) იცავს კანს მზისგან და ხელს უწყობს ნაოჭების განვითარების პრევენციას.

 

5. ავოკადო

და ბოლოს, არ უნდა გამოგვრჩეს დღეს დღეისობით ხილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა - ავოკადო, რომელიც ალბათ ყველას გვაქვს გასინჯული მაგრამ ცოტამ თუ იცის ჩვენს კანზე მისი დადებითი გავლენის შესახებ.

ავოკადო სავსეა ჯანსაღი ცხიმებით, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ატენიანებს მას. დაახლოვებით 700 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადოს მსგავსი პროდუქტებიდან ცხიმების მიღება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს ნაოჭებს და ხდის კანს უფრო ელასტიურს.

ის მდიდარია არა მხოლოდ ცხიმებით, არამედ ისეთი ნუტრიენტებით როგორებიცაა E და C ვიტამინები. ავოკადოს კიდევ ერთი დადებითი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ ის ამცირებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად გამოწვეულ ანთებით რეაქციას.

ტოპ 5 საკვები ჯანსაღი კანისთვის

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს