რატომ მოქმედებს ცხელი შხაპი კანზე ნეგატიურად

ალბათ ყველას გვიყვარს ცხელი შხაპის მიღება დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მაგრამ შხაპთან მიმართებაშიც კი აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, რა გავლენა აქვს ცხელ შხაპს კანზე? ანთებითი პროცესი რასაც ცხელი წყალი იწვევს, გამოვლინდება სიწითლით, ქავილით და ზოგ შემთხვევაში მზის დამწვრობის მსგავსად კანის აქერცლვით. ის ასევე კანის ბუნებრივ ტენიანობაზე ახდენს ზეგავლენას - აკარგვინებს კანს ბუნებრივ ცხიმს და ცილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის სიჯანსაღეზე. ეს ყველაფერი შედეგად იწვევს კანის სიმშრალეს . გაიზრდება ინფექციის წარმოშობის რისკი, ორგანიზმი ეცდება დიდი რაოდენობის ცხიმი გამოყოს, რათა დაიბრუნოს ტენიანობა. ცხიმის გაძლიერებული გამოყოფა კანზე ლაქების და გამონაყრის განვითარებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მიდრეკილია აკნესკენ.

 

შხაპის ტემპერატურასთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ ადამიანებისთვის ვისაც აწუხებს:

- ფსორიაზი

- აკნე

- ეგზემა (ატოპიური დერმატიტი)

- როზაცეა

- სებორეული დერმატიტი

ზემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა პრობლემა დაკავშირებულია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევასთან, აღინიშნება იმ ნივთიერებების დეფიციტი, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის სრულყოფილი ბარიერული ფუნქციის ჩამოყალიბებას და სწორედ ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ხშირი ცხელი შხაპი გამოიწვევს ამ მდგომარეობების გამწვავებას, რადგანაც ცხელი წყალი დააზიანებს დამცავ ლიპიდურ შრეს, რომელიც პასუხისმგებელია კანის ტენიანობასა და დაცვაზე.

 

ცხელი შხაპის დადებითი მხარე

ცხელი შხაპი შესანიშნავია სხეულის და კუნთების მოსადუნებლად, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება კანს, ამ მხრივ ცხელ შხაპს დადებითი თვისება არ გააჩნია.

 

რა ტემპერატურის უნდა იყოს წყალი?

პასუხი მარტივია - ნელთბილი. ასევე ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი დასაბანი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ საპონს და არ დააზიანებენ კანის ბუნებრივ ბარიერს. იმ შემთხვევაში, თუ კუნთების და სხეულის მოსადუნებლად აუცილებლად გჭირდებათ ცხელი შხაპი, ეცადეთ რომ მხოლოდ 5 წუთს დასჯერდეთ, თუ შენიშნავთ რომ სააბაზანო ოთახი ორთქლით გაივსო, იმის ნიშანია, რომ ტემპერატურა უნდა შეამციროთ. 5 წუთიანი ცხელი შხაპის შემდეგ, ეცადეთ კანი ნაზად შეიმშრალოთ და აუცილებლად წაისვათ დამატენიანებელი კრემი, რომელიც აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს.

რატომ მოქმედებს ცხელი შხაპი კანზე ნეგატიურად

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს