ტრიქოგრამა

ტრიქოგრამა

 

ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის. 
მისი მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა.
ტრიქოგრამა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შეფასდეს ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.

 

ჩვენებები: 

 

სხვადასხვა ტიპის თმისცვენა

 

მოქმედების პრინციპი:

 

თავის თმიანი ნაწილის 2 სხვადასხვა უბნიდან  პინცეტის დახმარებით, სწრაფი მოძრაობით იღებენ თმის ღერს და  ათავსებენ მიკროსკოპის ქვეშ ფოლიკულების შესასწავლად. მეთოდი მისი ტრავმული ხასიათიდან  გამომდინარე (საკმაოდ უსიამოვნოა პაციენტისთვის) უფრო ხშირად გამოიყენება კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, ან იმ შემთხვევაში როდესაც აუცილებელია ფოლიკულის მდგომარეობის შეფასება ( მაგალითად დისტროფიულიანაგენური ალოპეციის დროს) 

 

გვერდითი ეფექტი:

ამოღებული თმის ადგილზე განვითარებული დისკომფორტი

 

პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია:

არ საჭიროებს

 

​​​​​​​

ტრიქოგრამა

Question to the dermatologist

Anonymous, fast, protected

Question to the dermatologist